აბრეშუმის გზა
21 ივნისი სელფის საერთაშორისო დღეა
21 ივნისი „სელფის“ საერთაშორისო დღეა.

ალბათ იტყვით, რომ ისედაც ყოველი დღე სელფისაა და რომ ამას განსაკუთრებული აღნიშვნა არ სჭირდება და შესაძლოა, გარკვეულწილად მართალიც არის, მაგრამ მიუხედავად ამისა, დღეს მსოფლიო სელფის საერთაშორისო დღეს აღნიშავს.

21 ივნისი სელფის დღედ 2014 წელს დააწესეს და მისი მიზანი სოციალურ სივრცეში უფრო მეტი მხიარულების შეტანა გახლავთ.

ადამიანების უმეტესობისთვის წარმოუდგენელია დღის განმავლობაში, სულ მცირე, ერთი სელფი არ გადაიღოს და ის ჩვენი ყოველდღიურობის განუყოფელი ნაწილია.

საკუთარი თავისთვის ლამაზი ფოტოების გადაღების შესაძლებლობა დღითი დღე უფრო ვითარდება და თქვენ შეგიძლიათ გადაიღოთ სხვადასხვა ეფექტისა და ფორმის ფოტოები.


სელფი - მობილური რევოლუციის ყველაზე თვალსაჩინო შედეგია. ადამიანები დღეს მასობრივად უღებენ საკუთარ თავს ფოტოებს და ზოგიერთი მათგანი უკვე ისტორიის ნაწილია.
| Print |