აბრეშუმის გზა
ნაყინი არ ასუქებს - ცივი დიეტის შედეგები
ევროპელმა დიეტოლოგებმა ახალი, ე.წ. ცივი დიეტა შეიმუშავეს, რომელიც ამ გემრიელ ნუგბარზეა დაფუძნებული. ამ ნაბიჯით დიეტოლოგებმა ბევრის გული მოიგეს, რადგან შესაძლებელი გახდა წონის კონტროლიც და საყვარელი ნუგბარის მირთმევაც.

იცით, რომელია ყველაზე ეფექტური დიეტა? რომლის დახმარებითაც თვეში 3–დან 5 კგ–მდე დაიკლებთ. ე.წ. ცივი დიეტა დღეში მხოლოდ 1200–1500 კკალორიის მიღებას ეფუძნება. ბევრი დიეტოლოგის აზრით, ეს დიეტა ხელს უწყობს ჭარბი ცხიმების წვის პროცესს. აღმოჩნდა, რომ ცივი კერძების შეთვისება–გადამუშავებისათვის ორგანიზმს ორმაგი ენერგიის დახარჯვა უწევს. ამდენად, სავსებით შეიძლება, ნაყინი ჭარბ წონასთან ბრძოლის ერთ–ერთი ეფექტური საშუალება აღმოჩნდეს.

ნაღების ნაყინი დიდი რაოდენობით შეიცავს კალციუმს, რომელიც მნიშვნელოვან როლს თამაშობს ჭარბ წონასთან ბრძოლაში. ის აიძულებს ორგანიზმს, სწრაფად დაწვას ცხიმები. ექსპერიმენტით დადგინდა, რომ ისინი, ვინც დიეტის დროს რაციონში დამატებით კალციუმსაც რთავდნენ, 26–28%–ით უფრო მეტს იკლებდნენ წონაში.

100 გრამი ნაღების ნაყინის მირთმევის შემთხვევაში ორგანიზმის დღიური მოთხოვნა კალციუმზე 20–30%–ით კმაყოფილდება. გარდა ამისა, კალციუმი აუცილებელია კბილებისა და ძვლებისათვის. ის ოსტეოპოროზის რისკს ამცირებს.

ბუნებრივია, ზომიერების დაცვა აუცილებელია. გარდა იმისა, რომ ნაყინი ცხიმების დაწვაში გვეხმარება, ის კარგ გუნებაზეც გვაყენებს და სტრესისგან გვიცავს. და კიდევ, გარკვეულად აკმაყოფილებს ორგანიზმის ტკბილზე მოთხოვნასაც.

რაც შეეხება ხილის ნაყინს, გარდა იმისა, რომ მდიდარია ვიტამინებით და დაძაბულობის მოხსნაში გვეხმარება, მასში შედის უჯრედისი და პექტინები, რომლებიც ნაწლავურ ფლორას არეგულირებს. უფრო მეტიც, პექტინები ცხიმების ცვლის პროცესზე მნიშვნელოვან გავლენას ახდენენ და სისხლში შაქრის დონეს არეგულირებენ.

ცივი ანგარიში

თუ წონაში დაკლება გსურთ, უპირატესობა დაბალკალორიულ ნაყინს მიანიჭეთ. რძიანი ნაყინი 4% რძის ცხიმს, 16% შაქარს შეიცავს. მთლიანობაში 100 გრამის კალორიულობა 125 შეადგენს. ის შეიცავს ისეთ მნიშვნელოვან ელემენტებს, როგორიცაა კალციუმი, ფ, უ და ვ ვიტამინები. რაც შეეხება პლომბირს, მასში დიდი რაოდენობითაა ცხიმები და შაქარი, ამიტომ ცივ დიეტაში მისი ჩართვა არარეკომენდებულია.

ნაღების ნაყინის კალორიულობა კი 100 გრამზე 180 კკალორიას არ აღემატება. ასე რომ, მიირთვით ზომიერად.
| Print |