ახალქალაქიდან ოთხი მოკრივე გვყავს, ისინი ეროვნული ნაკრების ძირითადი ბირთვი არიან - მწვრთნელი
14:34 / 11.07.2020
საქართველოს მოკრივეთა ეროვნული ნაკრები გუნდურ ვარჯიშს აგვისტოში განაახლებს. უკვე ოთხი თვეა სპორტსმენები ვეღარ ვარჯიშობენ. კორონავირუსის გამო, მათ მსოფლიო ოლიმპიადის სალიცენზიო ტურნირის შეწყვეტა მოუწიათ. ნაკრებში ახალქალაქიდან ოთხი წარმატებული მოკრივე ასპარეზობს.