აბრეშუმის გზა
სამცხის ახალციხე - ზურაბ მაღრაძის ბლოგი
ახალციხეში, სადაც ახლა თამარ მეფის ძეგლი დგას, 1878 წელს ლიმონათის პირველი ქარხანა ამუშავდა. საწარმოს პროდუქციამ 1902 და 1913 წლებში საერთაშორისო გამოფენებზე, ოქროს მედლები დაიმსახურა. ახალციხის ლიმონათის ქარხანას ჰქონდა ფილიალები თბილისსა და ქუთაისშიც, სადაც ახალგაზრდობაში მიტრო ლაღიძეც მუშაობდა. მრეწველი და მხარის პირველი პროვიზორი იოანე მაისურაძე სამხრეთ საქართველოში წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ერთ-ერთი დამფუძნებელიც იყო.
მესხური ვაშლის ჯიშმა “აბილაურმა” 1912 წელს პარიზში, მსოფლიო ხილის ფესტივალზე ოქროს მედალი მოიპოვა;

გასულ საუკუნეში ქართველი აგრარიკოსების მიერ საქართველოს სოფლის მეურნეობის საწარმოო სპეციალიზაციის ზონების შედგენისას, მეშვიდე ზონად დადგენილ იქნა სამცხე-თრიალეთის მეცხოველეობისა და მეხილეობის ზონა;

სამცხელთა წვლილი მსოფლიო დონის მეცნიერებაში, მიხეილ თამარაშვილით იწყება და ის აბასთუმნის ასტროფიზიკურ ობსერვატორიით გრძელდება. შოთა ისეც რჩება ფილოსოფიის მწვერვალად.

უნივერსიტეტი და მუზეუმი ახალციხისა, ქვეყნის გეოპოლიტიკური ტილოს პალიტრა და ფუნჯია;

ევროპისა და აზიის ნაზავია საქართველოს დედაქალაქი თბილისი. სადაც სინაგოგა, ტაძარი და მეჩეთი ერთ უბანშია თავმოყრილი. ახალციხეშია სინაგოგაც, მეჩეთიც, მართლმადიდებლური ტაძრებიც, გრიგორინული და კათოლიკური ეკლესიებიც;
ახალციხეშია ბერძნული ენის კაბინეტიც და ფაშას ოთახიც; აქვეა საფრანგეთის მოქალაქე, სომხური წარმოშობის ახალციხელის, მსოფლიო ტენორის ვარსკვლავიც;

ასპინძა-ადიგენი-ბორჯომის ბუნებრივი ცხელი წყლების სამკუთხედშია მოქცეული ქალაქი ახალციხე. სამცხის ტყეთა ვარჯებიც ცალკე სამკუთხედებსა ქმნიან.

ციხე-გალავნებით ყველანაირ გეომეტრიულ ფიგურებს დადებს დრონიდან სამცხის ახალციხე... სამკუთხედსაც და ტრაპეციასაც. ახალციხის ციხე, აწყურის ციხე და ოქროს ციხე - უკვე სამი ციხეა, სამციხეა, სამცხეა...

ის არ მდებარეობს არც ერთ ბუნებრივ დიდ სავაჭრო გზაზე, თუმცა მას თავისი ფუნქცია სულ ჰქონდა. ესენია სამხედრო (ძმები ახალციხელები), სამეცნიერო (რუსთაველი) და სამეწარმეო (მეხილეობა. ლაღიძის წყლებამდე ახალციხის ხილისა და წვენისთვის ევროპა ოქროებს არ იშურებდა).
| Print |