აბრეშუმის გზა
21 თებერვალს, გიდების საერთაშორისო დღე აღინიშნება
21 თებერვალს გიდების საერთაშორისო დღე აღინიშნება. თარიღი 1990 წელს დაარსდა და მას შემდეგ ყოველ 21 თებერვალს აღინიშნება.

„ახალციხის ციხეს“ 18 გიდი ჰყავს. ისინი ტურისტებს ქართულ, რუსულ და ინგლისურ ენაზე ახალციხის ციხის ისტორიას პანდემიის დაწყებამდე აცნობდნენ. ახალციხის ციხის ერთ-ერთი გიდი გიორგი ბერიძე კოლეგებსა და გულშემატკივრებსა დღევანდელ დღეს ულოცავს.

,,მალე საქართველოში აფხაზეთის ტურზე აგვეღნიშნოს ეს დღე!

2012 წლის 15 აგვისტოს- ,,წავიგიდე" პირველად!!! მეგონა დროებით. ჩემმა გიდობამ გაუსწრო ჩემს პედაგოგობას, არქეოლოგობას, მჯღაბვნელობას და ოფიცრის სამხედრო კარიერას!

შემოვაბიჯე ,,ახალციხის ციხის"-(რაბათის) კარიბჭეში, როგორც დამწყებმა და დარწმუნებული ვიყავი ,,დროებითმა" გიდმა! საოცარი კოლექტივი და საოცარი აურა დამხვდა ,,ვიქნები ერთი სამი თვე, მერე სხვაგან წავალ, სად მე სად გიდობა?," ეს იყო პირველი რაც გავიფიქრე...

3 თვეს კიდევ 3 თვე მოყვა , მერე კი წლები.. პირველი ექსკურსია მახსოვს -რაღაც დამაკლდა თითქოს.. დრო არ მყოფნიდა ყველაფერი მეთქვა, ყველაფერი ამეღწერა... მეშინოდა იქნებ ცოდნაც არ მეყოსო.."

,,რაბათის" ციხეს ჯერ ,,საფარის" მონასტერი მოჰყვა-,,უი რა კარგად ჰყვები, გთხოვთ წამო ბარეღამ მესხეთზე სხვაგანაც გვესაუბრეო" ისე გულწრფელად მთხოვეს არც დავფიქრებულვარ ...

მერე მთელი მესხეთის გიდობა დავიბრალე, მერე მთელს საქართველოს და მეზობელ ქვეყნებსაც გადავწდი.. მერე კი.. წრე გაიზრდა და გაიზრდა...ზედიზედ წამოვიდა კერძო პირებისაგან და ტურ კომპანიებისაგან შეკვეთები..

,, ტაოში უნდა გამოგვყვე" !!!- დღესაც გული მიჩქარდება ამ სიტყვებზე...---მოვდივაარ! დაუფიქრებლად ვუპასუხე და მერე მთელი ღამე ვნანობდი სიმეტიჩრეს.. ხან აშოტ კურაპალატი მელანდებოდა, ხან გუარამ მამფალი ხან კი ოშკის ზარების ხმა მესმოდა...

ამის შემდეგ ტაო კლარჯეთი ჩემი ცხოცრების ყველაზე ემოციურ ნაწილად იქცა! ...
წლები გადიოდა - ყველა პროფესია დამავიწყა გიდობამ.... რამდენჯერმე სხვა სამსახურებზეც დაუფიქრებლად ვთქვი უარი..

არ დამითვლია რამდენჯერ მოგიყევით ჩემი კუთხისა და ჩვენი ქვეყნის წარსული, თუმცა ყველა ექსკურსიის წინ გული ისე მიცემს თითქოს ისევ პირველი იყოს!

პ.ს. მხოლოდ ერთი რამ ვიცი დარწმუნებით, ვერაფრით შეველევი ამ საოცარ პროფესიას და მეგობრებს, თქვენს მეგზურად მიგულეთ მთელი ცხოვრება და სიკვდილის მერეც!!!
| Print |