აბრეშუმის გზა
გლობალიზაცია ქართველურია - ზურაბ მაღრაძის ბლოგი
სივრცე რომელიც არ გვყოფნის ერში, რამეთუ ორ ზღვას შუა მოქცეულ ქვეყანას ყველაფერი აქვს. მენდელეევის სისტემიდან 73 ელემენტი საქართველოშია. კვარცი გინდა თუ თითბერი, სპილენძი გინდა, ტორფი თუ თიხა... 26060 მარტო მდინარეა საქართველოში და 856 ტბა. 700 სახეობის ბუნებრივი წყლები. მტკნარი, მინერალური და თერმული წყლებით ერთ სულ მოსახლეზე გაანგარიშებით, საქართველო 2,5-ჯერ აღემატება მსოფლიო საშუალო მაჩვენებელს.

მსოფლიოში სულ 52 ტიპის ნიადაგია, აქედან 49 საქართველოშია. ის სამიც საზღვრის იქითა ისტორიულ საქართველოშია. მეტალურგიის, მეღვინეობის, ფეიქრობის, მეფუტკრეობის და ოქრომჭედლობის პირველობა ისეც ქართველებისაა. ქართული ფლორა კი 13300 სახეობას ითვლის. ქვეყანა ფლობს 80 მილიარდ ტონა მარგანეცს (მსოფლიო მარაგის 70%) და მაღაროში ქართველები მშიერი იხოცებიან.

მოდის 500-ზე მეტი სახეობის "ქრისტეს სისხლა". საფრენგეთს 500 ჯერ უსწრებთ და ამ დროს 1000 ჯერ უკან ჩამოვრჩებით!

თუ გვინდა რომ გავერკვეთ იმაში, თუ რა გვჭირს, ამისათვის საქართველოს გაყალებებულ ისტორიასაც მოკლედ შევეხოთ. ვანის მთაში აღმოჩენილია გემის საბმელი უძველესი ჯაჭვი... ეს ნეტავ რას უნდა ნიშნავდეს?!

სულხან-საბას ჰქონდა პროექტი მარსელში, რომ თუ ფრანგები საქართველოს გზით გაიტანდნენ გილანიისა და შემახიის პროვინციებიდან სპარსულ აბრეშუმს, საქარავნე გზა 2/3-ით შემცირდებოდა. უკანა გზაზე კი ფრანგები გაყიდიდნენ საკუთარი მაუდის ნაწარმს. რითაც შეამცირებდნენ ჰოლანდიელთა ვაჭრობის გავლენას და მოწიწებაში ეყოლებოდათ პორტუგალიელები... ეს ნეტავ რას უნდა ნიშნავდეს?!

შაჰ-აბასების დროს სპარსულ ქარავნებს საქართველოში უწევდათ რამდენიმე სამთავროს გავლა, ანუ რამდენიმე “საბაჟოს” გავლა. წამოვიდა და დაიპყრო ეს სამთავროები აბასმა და დასვა ერთი გამგებელი, ანუ ერთი მებაჟე საკუთარი ქარავნების უსაფრთხო მომსახურებისთვის... არ მედაოთ, უბრალოდ დაფიქრდით ეს რას ნიშნავს?!

აღმაშენებელმა საკუთარი ქალიშვილი თამარი მუსლიმ შირვანშაჰ მანუჩარ მეორეზე დააქორწინა. გაჩაღდა კულტურული კავშირები და ფართო აღებ-მიცემობა ახლანდელ აზერბაიჯანის ტერიტორიაზე... ეს ნეტავ რას უნდა ნიშნავდეს?!

ბერძენი გეოგრაფი სტრაბონის მიხედვით ოთხი გზა იყრიდა თავს მაშინდელი ქართლის სამეფოს დედაქალაქ მცხეთაში... ეს ნეტა რას უნდა ნიშნავდეს?!

ივ. ჯავახიშვილი წერს - კოლხეთში რამდენიმე განთქმული სავაჭრო ადგილი იყო. კოლხებს რიონიც სავაჭრო ნაოსნობისთვის ჭირდებოდათ, არხების წმენდა და ხიდების მშენებლობა საჭირო იყო, ამიტომ უწმენდიათ და უშენებიათ კიდეც..." - ეს ნეტა რას უნდა ნიშნავდეს?!

ფლორენცია 1355 წელი, მეცნიერი ფრანჩესკო უგულოტი მოგზაურობიდან ბრუნდება და ფასდაუდებელ წიგნს ქმნის სახელად „სავაჭრო გამოცდილება“. ამ წიგნში ერთი უცნაური ფრაზაა: „რკინის კარიბჭის გადაღმა გზა მკვეთრად იცვლის გეზს ჩრდილოეთისკენ... ეს სახიფათო გზაა“. ეს ნეტა რას უნდა ნიშნავდეს?!

აქ გავჩერდები პოსტის სიმოკლისთვის. ქართველებს სივრცე არ გვყოფნის. გაიხსენეთ მუსლიმური სამყაროს ის 22 ქართველი მმართველი. ისიც გაიხსენეთ, რომ ხუთი საუკუნე მართავდნენ ქართველი მამელუქები კაიროს... შალიკაშვილიც გაიხსენეთ, ვარაზაშვილიც... მოსულიშვილიც... სინჯიკაშვილიც და საბჭოთა ტირანიც...

გლობალური მმართველობა ჩვენია, ქართველების. შოთაზე დიდი გლობალისტი დამისახელეთ ვინმემ. ვაჟა ხომ გლობალიზაციის ფილოსოფიის მამაა საერთოდ. იცით ზოსიმეს ლაზარისეული აღდგინების ხაზი სად გადის?

კონტინენტის დედოფალია საქართველო, დედოფალი, იგივე ლაზიერი, ლაზი-ერი. ერთად აღებული სამივე იმპერიის გეოპოლიტიკური პოტენციალი ვერ გაუსწორდება საქართველოს გეოპოლიტიკურ თამასას. გლობალური და სივრცითი განფენილობის მართვაა ქართველთა გენეტიკური კოდი და ამ კოდს აბრეშუმის გზა ჰქვია. სანამ ამას არ მივიღებთ, სანამ ამას არ გავითავისებთ, საქართველო არ დამშვიდდება. არასდროს არ დამშვიდდება.

და ბოლოს - უხსოვარ დროიდან ჩინურ აბრეშუმს რომაელი დიდგვაროვნები მოიხმარდნენ. ახლა დაათვალიერეთ ევროპასა და აზიაში მსხვილ ლოგისტიკურ კომპანიათა ლოგოები. ძირითადად ფრინველებია გამოსახული - იხვი, მამალი და ა. შ. ეს ნეტა რას უნდა ნიშნავდეს?!

მაშ კოლხურ საგანძურს, ვანის ბრინჯაოს არწივს კარგად დააკვირდით. არწივიც ფრინველია... სხვანაირი!!!
| Print |