აბრეშუმის გზა
გეოპოლიტიკური ქოლგა
საქართველო ევროპელებს ევროპის აივანი ჰგონიათ. ჩინელებს ის ხიდი ჰგონიათ ევროპამდე, მაგრამ ხიდიდან აივანზე ასვლა არ ხდება. რუსებს საქართველო სამხედრო გზა ჰგონიათ, რადგან მეტი არაფერი იციან, არც არასდროს ეცოდინებათ რამე. ავღანელებსაც გზა ჰგონიათ საქართველო, ოღონდ ძვირფასი ქვების მიმოცვლის გზა. უკრაინამ იცის რომ სავაჭრო გზა ოდესღაც ყირიმსა და აფხაზეთზე გადიოდა და ოკუპაციების მიზეზებსაც ხვდება...

სპარსეთსაც ინტერესები ამოძრავებდა საქართველოში - რაც ნაკლები საფეოდალო და საბაჟო იქნებოდა, მით უფრო იაფად გაიტანდა აბრეშუმის ქსოვილს გილანიისა და შემახიის პროვინციებიდან... თურქეთმა იცის, რომ პორტების საქმეში საქართველო მისთვის არის ის, რაც გერმანიისთვის ნიდერლანდები.

ქართველებმა რა იციან საქართველოზე?
ქართველებმა იციან, რომ ის ლელოა... ორ ზღვას შუა მოქცეული ლელო. ეს იციან, მაგრამ როგორ უნდა გამოიყენონ ეს ლელო, ეს უკვე...

კარიბჭე ჰქვიან მაგ ორ ზღვას შუა მოქცეულ ლელოს, კარიბჭე...

ჰო, კარიბჭეა ის ხიდები და აივნებიც...

ქარვასლები უხდებოდა საქართველოს. ქარვასლებს ქარავნები ეტანებოდნენ.
| Print |