აბრეშუმის გზა
საქართველოში რას ფლობენ: სესხებს, ვალებს და ემიგრანტებს - ზურაბ მაღრაძე
ევროინტეგრაციის ერთადერთი საზომი ჩვენთვის ახლა არის მხოლოდ საბაზრო ეკონომიკის მოწყობა, რაც ნიშნავს:

1) თავისუფალ სასაქონლო და საფონდო ბირჟების განვითარებას. მაგალითად, გვაქვს ღვინის ეროვნული სააგენტო და მაღალი ექსპორტისთვის უნდა გაგვაჩნდეს ღვინის ბირჟა. ანუ სახელმწიფო ინსტიტუტი კი არ უნდა ზრუნავდეს მხოლოდ ბაზრების ძიებაზე, არამედ კერძო სექტორი. საფონდო ბირჟა კი ნიშნავს, რომ ჰესების, რკინიგზების და პორტების აქციონერები მოქალაქეები იქნებიან. სახელმწიფო კი დაიტოვებს საბლოკო პაკეტს;

2) ქვეყნის აქტივების უდიდესი წილი ისევ სახელმწიფო საკუთრებაშია, მაშინ როცა იაპონიის ეკონომიკაში სახელმწიფოს მონაწილეობა სულ 5%-ია. ანუ უფასო ციფრული პრივატიზაცია ჩასატარებელია;

3) ინვესტიციები სატრანსპორტო და ლოჯისტიკურ ინფრასტრუქტურაში.

ამის შემდეგ ნატოსა და ევროკავშირში საქართველოს ინტეგრაციის პროცესი დასრულებისკენ წავა.
საბაზრო ეკონომიკა თავისით ალაგებს დემოკრატიის მოთხოვნებს. სხვაგვარად გამორიცხულია.

ბელგიაში ცხოვრობს სამასი ათასი ოფიციალური მილიონერი მოქალაქე. ოთხასი ათასი ნიდერლანდელი საკუთრებაში ფლობს მიწის ნაკვეთს კანადაში, თითოეული საშუალოდ ათას ჰექტარს. 3,5 მლნ ფრანგი საკუთრებაში ფლობს ტყეს და ნეშომპალის რეალიზაციიდან იღებენ შემოსავლებს. საფრანგეთში ერთი მოქალაქისთვის დაშვებულია ათ ჰექტრამდე ტყის საკუთრებაში ფლობა.

საქართველოში რას ფლობენ?

სესხებს, ვალებს და ემიგრანტებს.
მოქალაქეების მაღალი კაპიტალიზაცია განსაზღვრავს მათივე ქვეყნის საჭიროების თამასას. უპატრონო და საპატრონო ქვეყანა არავის უნდა. ევროპას პარტნიორი ქვეყანა ჭირდება.
| Print |