აბრეშუმის გზა
ტურიზმი და რძე
ამბობენ რძე და მისი ფხვნილები, ასევე რძის ჟელეები ირანიდან შემოდისო. იმასაც ამბობენ, რომ საქართველოში მესაქონლეობაში დიდი ნაწილი დაავადებულია და სახიფათოა მასტიტიანი ძროხის რძის პროდუქტების მოხმარებაო...

კიდევ სხვა ბევრ რამესაც ამბობენ... ჰოდა თქვე ოჯახაშენებულებო და რუსეთის ბაზრის შემნატრელებო, იცით ან გაგიგიათ იმის შესახებ, რომ თამარ მეფის დროს ვარძიაში მირაშხანის მთებიდან 19 კმ სიგრძის თიხის მილები შეიყვანეს? ეს მილები მიწის ქვეშ იყო მოქცეული და შემოსევებისას, როცა ქალაქ ვარძიაში მოიყრებოდა ქართველობა, აი მაშინ მაღალ მთებში რამდენიმე მწყემსი რჩებოდა, საქონელს მწყემსავდა და ამ 19 კილომეტრიან თიხის მილებით რძეს უწყვეტად აწვდიდა ვარძიას. თანაც ისე რომ მტერი ვერას გებულობდა.

ჯავახეთის ზეგნებს ვინც კარგად იცნობს, დამეთანხმება რომ იქ ხშირი მეგალით ნანგრევებია. კაცმა არ იცის, რომ ის მსხვილფეხა პირუტყვი შემოსევებისას შესაძლოა მიწის ქვეშა ნაგებობებშიც ჰყავდათ ჩამალული, მომარაგებული სილოს-სენაჟით კი მათ ინახავდა და რძეს ვარძიას უწყვეტად აწვდიდა.

ახლა სხვა საკითხი - ეს ამხელა 19 კმ სიგრძის მე-12 საუკუნის რძის ჩამარხული მილები, რომელიმე ქვეყანაში რომ ყოფილიყო, მერწმუნეთ მსოფლიო ტურიზმის ცენტრად გადაიქცეოდა...

ჩვენა კიდე საყდრისისა არ იყოს, აფეთქებებისა მეტი არა შეგვიძლია რა. ჰოდა ამით იმის თქმა მსურდა რომა, იმ საუკუნეში პასტერიზაციის გარეშე 19 კმ თიხის მილებში რძეს აწვდიდნენ ქალაქს და ის რძე უსაფრთხო იყო. ახლა კიდე თეთრი ფერის საღებავის მეტი არა სცხია რა ამ ქვეყანაში რძესა.

საინტერესო კი ერთი კითხვაა - რამდენ კაცს გაეგება ჩვენში ან ტურიზმისა და ან რძისა...?

ზურაბ მაღრაძის საავტორო ბლოგი.
| Print |