აბრეშუმის გზა
დარიალის კარი
გრიბოედოვის დროს ირანიდან ევროპისკენ საქართველოს გავლით სატრანზიტო გზა ამუშავდა და ათი წლის განმავლობაში იგი წარმატებით ფუნქციონირებდა. ფართოდ გაჩაღდა ვაჭრობა და მრეწველობა. მაშინ რუსეთმა სასწრაფოდ დაკეტა ეს გზა, რადგან საქართველოს ეკონომიკის განვითარება მას არ აწყობდა. გრიბოედოვი საქართველოს განიხილავდა რუსეთის ეკონომიკურ დანამატად. რაც ნიშნავდა, რომ ქართული ეკონომიკა ღვინის წარმოებით და სამკურნალო მცენარეების მოგროვებით და მათი რუსეთში გაგზავნით უნდა შემოფარგლულიყო.

არასოდეს რუსეთს საქართველოსთან ურთიერთობის დალაგება არ სდომებია.

ნიკო ნიკოლაძის სახელმწიფოებრივი აზროვნება ბაქოდან ბათუმამდე რკინიგზის აგებაში გამოიხატებოდა. რადგან მან იცოდა, რომ საქართველოს ღვინით და ბორჯომით ბედნიერად არასოდეს უცხოვრია… და რომ საქართველოს ისტორიული სახელმწიფო ფუნქცია აბრეშუმის გზის კარიბჭეობა იყო. ეს გზა ჩინეთის ქალაქ კაშგარიდან იწყება და თურქეთის უკიდურეს დასავლეთში, უზუნ-ადაში (დღევანდელი იზმირი) მთავრდება. იქიდან კი ევროპის ქალაქებისკენ იტოტება.

არც სარაჯიშვილს ჰქონია ექსპრომტად მოწყობილი წარმოებები ბაქოში, ერევანსა და ვლადიკავკაზში. რომელთაგანაც გამომუშავებული დივიდენდები თბილისში აკუმულირდებოდა. ეს კავკასიის შეკავშირებულობას ქმნიდა, რაც მთავარ სავაჭრო-სატრანზიტო კვანძს აყალიბებდა ევროპასა და აზიას შორის, რომლის ცენტრიც თბილისი იყო. დავითმა კარგად იცოდა აბრეშუმის გზის საიდუმლოებები.

ბაქოში დაფუძნებული მსხვილი სამრეწველო კომპანია სამხრეთ კავკასიასა და ირანში წარმართავდა სავაჭრო ოპერაციებს. დააარსა ტრანსკავკასიური ბანკი და სატრანსპორტო კომპანია; ირანში ჰქონდა საკუთარი რკინიგზა მატარებლებით, მონოპოლია ხე-ტყის, საპნის, ბრინჯის წარმოებაზე, თევზის სარეწები, ვაჭრობდა მატყლით ინგლისელებთან და რაც მთავარია, იყო ჩრდილოეთ ირანის ნავთობის კონცესიების მფლობელი.

ნიკო ნოკოლაძის ინიციატივით მან თავისი ხარჯით გაიყვანა რკინიგზა ფოთსა და აბაშას შორის; კონსტანტინოპოლში მის მიერ დაარსებულ თურქულ-სპარსულ ბანკში ქვეყნიდან წასული ქართველები დაასაქმა. და ამ ყველაფრის შემოქმედი აკაკი ხოშტარია იყო. სინამდვილეში ისიც აბრეშუმის გზას აშენებდა...

საქართველოს საკუთარი ანტრეპრენერები ჰყავს!!!

დარიალის კარი დასაკეტია!!!

ვიდრე ეს არ მოხდება, კავკასია არ დამშვიდდება არასოდეს.
| Print |