აბრეშუმის გზა
მდებარეობა - ზურაბ მაღრაძის საავტორო ბლოგი
ხალხმრავალ ადგილას ახლად გახსნილი პატარა ჯიხური უზარმაზარ სუპერმარკეტად გადაიქცევა. მიზეზი მისი მდებარეობაა.

ჰამაკების მწარმოებლები შემოსავალს ნახულობენ, მათივე ქალაქზე გამავალ გზაზე მგზავრთა მოძრაობით. მიზეზი ქალაქის მდებარეობაა.

ტყისპირა და ზღვისპირა ქალაქებში სასტუმროები და რესტორნები წამოჭიმულან. მიზეზი აქაც მდებარეობაა.
დედაქალაქი იქ დაარსდა სადაც ბუნებრივი ცხელი წყალი იპოვეს. დედაქალაქობის მიზეზიც მდებაროებაა. მეშახტეთა ქალაქებიც თავის დროზე მისი მდებაროებით დაარსდა.

ყველა ქალაქს საკუთარი ფუნქცია გააჩნია, პირველ რიგში მისი მდებარეობით. ყველა ქარხანაც და ფაბრიკაც საწარმოო სპეციალიზაციის შესაბამისად განლაგდება ყოველთვის.

ქვეყანას კი უფრო დიდი მდებარეობა აქვს. ეს მდებარეობა მის სახელწმიფოებრივ ფუნქციას ავითარებს. თუ ეს ფუნქცია დაკარგულია, მერე მისი ქალაქებიც, ქარხნებიც და ფაბრიკებიც კარგავენ საკუთარ ფუნქციას. ფუნქცია აღრეული ქალაქებით ქვეყანა წინ ვერ წავა. ფუნქცია აღრეული ქალაქებით დემოგრაფიული წონასწორობაც მორღვეულია.

როგორც კი დაიბრუნებს ქვეყანა ფუნქციას, მერე მის ყველა ქალაქს თავისი, განსხვავებული ფასი დაედება. მერე ასეთ ფასდადებულ და ფუნქცია დადებულ ნებისმიერ ქალაქში ცხოვრებაც საამურია.
| Print |