აბრეშუმის გზა
ტვირთების გადაცემას ევროკავშირში უზრუნველჰყოფს თბილისი და ამას ვერავინ შეცვლის
სატრანსპორტო დერეფანი, რომლის მდგენელს წარმოადგენს „შუა დერეფანი“, აღმოსავლეთში იწყება ჩინეთში, ყვითელი ზღვის (ანუ წყნარი ოკეანის) სანაპიროზე, განლაგებული ლიანიუნჰანის საზღვაო პორტში და დასავლეთში სრულდება შავი ზღვის სანაპიროზე განლაგებული საქართველოს საზღვაო პორტებში.

რამდენიც არ უნდა ილაპარკონ, იმსჯელონ, იაქტიურონ და ა.შ. ასტანაში, დუშანბეში, აშხაბადში, ტაშკენტში, ბიშკეკში, ბაქოსა და ანკარაში, ფაქტი ერთია: აღნიშნულ დერეფანში ტვირთების გენერირებას ახდენს პეკინი, ხოლო ტვირთების გადაცემას ევროპის კავშირში უზრუნველყოფს თბილისი.

როცა იმართება „შუა დერეფნის“ მონაწილე ქვეყნების წარმომადგენელთა ნებისმიერი დონის შეხვედრა, მაგიდის ერთ ბოლოში თუ ზის პეკინის წარმომადგენელი, მეორე ბოლოში აუცილებლად უნდა იჯდეს თბილისის წარმომადგენელი.

რამდენიც არ უნდა ეცადონ ზემოთ ჩამოთვლილი დედაქალაქების წარმომადგენლები სიტუაციის შეცვლას, ამ მოცემულობას ვერავინ შეცვლის, მით უმეტეს - მოსკოვი!

ავტორი: დავით გოჩავა

პროფესიონალ რკინიგზელთა კლუბის დამფუძნებელი
| Print |