აბრეშუმის გზა
ბუმბერაზების ეკონომიკა
რუსთაველი: ,,მიეც გლახაკთა საჭურჭლე, ათავისუფლე მონები”.

საჭურჭლეში ექვთიმეს გადარჩენილი განძი არ იგულისხმება. მონა მაშინ გათავისუფლდება, როცა მას ქონება გაუჩნდება. სავარგულები და ტყეები, ტბები და წიაღისეულები ამ ქვეყნის მოქალაქეებს ეკუთვნით. და როცა გადაეცემა მათ უფასო აუქციონით, მონობაც დასრულდება.

სულხან-საბა საფრანგეთს სთავაზობს გილანიისა და შემახიის პროვინციებიდან სპარსული აბრეშუმი საქართველოს გავლით გაიტანოს, რითაც გზა 3/4-ით შემცირდებოდა. სამაგიეროდ უკანა გზაზე ფრანგები გაყიდიდნენ საკუთარ მაუდს... ქვეყნის პირველი დიპლომატი სამათხოვროდ არ ჩასულა მაშინ ვერსალში. ის აბრეშუმის გზაზე ვაჭრობის განვითარებას ისახავდა მიზნად.

ილია ჭავჭავაძე: “ქვეყნისთვის, ყველასთვის, ერთნაირად ღია ბაზარი უმჯობესია, იმიტომ რომ ყოველი კაცისათვის ისა სჯობია, საშუალება ჰქონდეს, საჭირო საქონელი იქ და იმისგან იყიდოს, საცა და ვისაც უფრო კარგი საქონელი აქვს და უფრო იეფი ჩემ-შინაობის განურჩევლად”. (ბენდუც იგივეს ამბობდა).

ნიკო ნიკოლაძე: ,,როგორც დაარსდა ჩვენი ქვეყანა, როგორც გამოცხადდა ქვეყნის დამოუკიდებლობა, უნდა დაგვეწყო ფიქრი იმაზე, თუ როგორ შევქმნათ ნამდვილი დამოუკიდებლობა ჩვენი რკინიგზის, მიმოსვლის, ჩვენი მრეწველობისა და მეურნეობის განვითარებით”.

დიმიტრი უზნაძე: “მუდამ უნდა გვახსოვდეს, რომ გლახები და მონები იმიტომ კი არ ვართ, რომ ღატაკნი ვართ, არამედ ღატაკნი მიტომ ვართ, რომ გლახები და მონები გახლავართ”.

ბრძოლას კი ყოველთვის ქვს აზრი. მონობიდან თავისუფლებამდე ბრძოლის გზა საბაზრო ეკონომიკაზე გადის.

ზვიად გამსახურდია: “საქართველოს ეკონომიკის საფუძვლად, უნდა იქცეს კერძო საკუთრება. საკუთრებისადმი პატივისცემა ადამიანს საშუალებას აძლევს უკეთ გაიგოს და შეასრულოს საზოგადოებრივი მოვალეობანი. კერძო საკუთრება არის არა მარტო პრივილეგია მესაკუთრისთვის, არამედ მოვალეობა საზოგადოების წინაშე”.
მოკლედ,

შოთასეული - თავისუფლება;
საბასეული - დაკავშირებულობები;
ილიასეული - ღია ბაზრები;
ნიკოსეული - მიმოსვლები;
დიმიტრისეული - მახსოვრობები;
ზვიადისეული - კერძო საკუთრება.

სხვა არც არაფერია ლიბერალური საბაზრო ეკონომიკა.
| Print |