აბრეშუმის გზა
როგორი იყო 90-ინების ახალი წელი, გაიხსენეთ ტკბილ-მწარე წარსული
21-ე საუკუნის ახალგაზრდებს, ალბათ მხოლოდ ბებია-ბაბუებისგან სმენიათ 90-იანების ახალი წლის შესახებ. მათთვის წარმოუდგენელია როგორი იყო ცხოვრება ელექტროენერგიის, ინტერნეტის, მობილური ტელეფონის და სოციალური ქსელების გარეშე.
შევეცდებით გაგახსენოთ, როგორ აღნიშნავდნენ ახალ წელს 90-იანების ერთ ჩვეულებრივ ოჯახში.
ახალი წლის მთავარი ატრიბუტი რა თქმა უნდა, ნაძვის ხეა. ნაძვის ხე აუცილებლად იყო ცოცხალი, ძირითადად ირთვებოდა წვიმებით და შუშის სათამაშოებით.
ნაძვის ხის ქვეშ შეუცვლელი დეკორაცია იყო ყველა დროის საუკეთესო დუეტი, თოვლის პაპა და „სნეგურაჩკა“.
ახალი წელი ვერ ჩაივლიდა ფილმის „ბედის ირონიის გარეშე“, რომელსაც ყველა ოჯახში ტრადიციულად, 31 დეკემბერს უყურებდნენ.
საახალწლო ეთერი „ბედის ირონიასთან“ ერთად ალა პუგაჩოვას და ფილიპ კირკოროვის შეუცვლელი დუეტით გრძელდებოდა.
არ უნდა გამოგვრჩეს საახალწლო სუფრა, რომლის საპატიო ადგილსაც სალათი „ვინეგრეტი“, ანუ ოლივიე იკავებს.
როცა საქმე დესერტს, უფრო კონკრეტულად კი ნამცხვარს ეხება, უპირობო ლიდერი იდეალური „იდეალი“ იყო.
90- იანებში დენის გათიშვა ბუნებრივი მოვლენა იყო, ამიტომ ნაძვის ხის განათებას სანთლებით ახერხებდნენ.
"მეცხრე არხი" გილოცავთ ახალ წელს. გისურვებთ ჯანმრთელობას, ბედნიერებას და წარმატებულ 2022 -ს.
გააზიარეთ :