აბრეშუმის გზა
წინასაახალწლო ღონისძიებები რეგიონში
სამცხე-ჯავახეთში, ქვეყნის სხვა რეგიონების მსგავსად, წინასაახალწლო სამზადისი გრძელდება.
სცენის მონტაჟი ბორჯომში დილიდან დაიწყო. პროგრამის ფარგლებში მოეწყო საშობაო ბაზრობა, გასართობი სივრცეები, განთავსდა ხის საახალწლო სახლები, ფოტოგადასაღები სტენდები და ინსტალაციები.
შუადღით გაიმართა კონცერტი. პრემიერ-მინისტრის ინიციატივით, 24 დეკემბრიდან 8 იანვრის ჩათვლით, საქართველოს 63-ვე მუნიციპალიტეტში მოეწყობა გაიმართება საახალწლო ღონისძიებები. მუნიციპალიტეტებში მცხოვრებ პატარებს თოვლის ბაბუა ტკბილეულსა და საჩუქრებს გადასცემს. ბორჯომში გამართულ კონცერტში ბენდთან ერთად იმღერეს მომღერლებმა - ზუკა ხუციშვილმა და გიორგი სუხიტაშვილმა.
ღონისძიება ფოიერვერკით დასრულდება. რეგიონის მასშტაბით წინასაახალწლო ღონისძიებები უკვე ჩატარდა ნინოწმინდაში, ახალქალაქსა და ასპინძაში. ბორჯომის შემდეგ საახალწლო ღონისძიება 4 იანვარს გაიმართება ადიგენში, ხოლო 7 იანვარს ახალციხეში.
გააზიარეთ :