აბრეშუმის გზა
ხინკალი და გეოპოლიტიკა
ხინკალი და გეოპოლიტიკა. არც თუ ისე ხუმრობით. ხინკალს მოსკოვი დიდი ხანია "ეპოტინება".

თავად ქართველებს ბევრს სჯერა რომ მომთაბარე მონღოლებმა გვასწავლეს თურმე. რამდენი მიჩხუბია ამის გამო.. რანაირად მომთაბარეს ხორბალი, ფქვილი, ცომი? არის ვერსია დღემდე ბრინჯის კულტურის ჩინეთმა გვასწავლაო. ორივე ვერსია ვერ უძლებს ვერანაირ კრიტიკას და არანაირ ლოგიკაში არ ჯდება. მოკლედ კი ასეა.

ხინკალი თავისი გავრცელების არეალით არც მეტი არც ნაკლები არის საქართველოს გეოპოლიტიკური გავლენის ზონების მაჩვენებელი.

ხინკლის "შვილები":

პელმენი კიევში, მანტები შუა აზიაში, ჩინეთში სახელი არ მახსოვს და რავიოლი იტალიაში.

აი უმთავრესი, ასე ვთქვათ, "ღერძი" ზონები სადაც ვრცელდება საქართველოს გეოპოლიტიკური გავლენები. სწორედ  ამიტომ, მოსკოვის პროპაგანდისტები ცდილობენ ხინკალის ჩვენი როგორც გეოპოლიტიკური "ნივთმტკიცების" არაქართული წარმოშობის "დამტკიცებას".
ძალიან ცუდია ბევრი ქართველი მოსკოვის პროპაგანდას რომ უჯერებს. კიდევ უარესია რომ დაუჯერებელია ბევრისთვის რასაც ახლა ვიტყვი. ყაზახეთის კრიზისის ფონზე შევხედოთ არსებულ გეოპოლიტიკურ სურათს. მოსკოვი გეოპოლიტიკურად შუა აზიას დსთ-ს მეშვეობით აკონტროლებს, ეპოტინება უკრაინას, იტალიაზე აქვს მოსკოვური გავლენა და ცდილობს იმეგობროს ჩინეთთან.

ანუ რა?
მოსკოვს უკავია სწორედ ის გეოპოლიტიკური ზონები რაც რეალურად და ბუნებრივად ეკუთვნის საქართველოს და არის ჩვენი სამშობლოს ბუნებრივი გეოპოლიტიკური არეალი. თან საქართველოს გავლენები ბევრად მშვიდობიანი, კეთილგანწყობილი და სამართლიანია კონტინენტის ორივე ცივილიზაციისთვის.

ანუ მოსკოვმა არამარტო დაგვიპყო და ანექსირება მოახდინა, მოგვპარა ისტორია, წაგვართვა იდენტობა და წაგვართვა უმთავრესი, გეოპოლიტიკური ფუნქცია. ამიტომაც შედგა იმპერია და სანამ ფლობს კონტროლს საქართველოზე იმპერიად რჩება. ეს არც ზღაპარია და არც ოცნება.

ეს არის ბუნებრივი გეოპოლიტიკური განლაგება სადაც საქართველოს უნდა ეკავოს ცენტრალური როლი და ადგილი. ეკავა კიდევაც დიდი დავითის დროს და მოსკოვი სულ არ არსებობდა. ეს არის აბრეშუმის გზის გეოპოლიტიკური წესრიგი, რომლის აღდგენა სასიცოცხლოდ სჭირდება და ხორციელდება თავისუფალი მსოფლიოს მიერ ლიბერალური გლობალიზაციის პოლიტიკის მეშვეობით. აღმოსავლეთ პარტნიორობის გეოპოლიტიკური კონცეფცია საქართველოს აქცევს კონტინენტის უმნიშვნელოვანეს პოლუსად.

ასე რომ საბოლოო ჯამში ყაზახეთი, მთლიანად შუა აზია, ავღანეთი, ჩინეთი, პაკისტანი ინდოეთი, არაბული სამყარო, ირანი, ერაყი, სირია, იტალია, ესპანეთი, პორტუგალია, საბერძნეთი, თურქეთი, ასევე ჩრდილო აფრიკა, ეგვიპტე, ისრაელი გადმოდიან საქართველოს გეოპოლიტიკური გავლენის ქვეშ. არავითარ შემთხვევაში ეს არ ნიშნავს რამენაირ დიქტატს.

ეს ნიშნავს ლიდერობას

ეს ნიშნავს სამართლიან, პასუხისმგებლიან ურთიერთობებს ევროპა-აზიას შორის ვაჭრობაში, კულტურულ, პოლიტიკურ, ეთნიკურ თუ სხვა კონტაქტებში. კონტინენტზე მშვიდობიანი ცხოვრების გარანტი, ლიდერი ქვეყანა უნდა გავხდეთ და მომავალში ტერორიზმის ცნება საერთოდ უნდა გაქრეს კონტინენტის ცხოვრებიდან. ამ მიზნისთვის თავისუფალი სამყარო არანაირ რესურსებს არ დაიშურებს და არც არავის მისცემს უფლებას ბოროტად გამოიყენოს ჩვენი ქვეყნის ფუნქცია.

ლიდერის შესაბამისი სტატუსი რომ გვქონდეს ამისთვის ლიბერალური, სახელმწიფოსგან დამოუკიდებელი ეკონომიკა და სამართლიანი ლიბერალ დემოკრატიული წყობილება უნდა გვქონდეს. არაერთხელ მითქვამს, თავისუფალი ეკონომიკა არის ასევე ნატოს წევრობის და დეოკუპაციის გარანტია. ჰოდა, დღეს სწორედ აი აქ ვართ გაჭედილები.

ოლიგარქიული, კორუფციული ეკონომიკის დათმობა არსებულ პოლიტიკურ კლასს არანაირად უნდა. მოსკოვის და არამარტო მოსკოვის ოლიგარქიული გავლენების შედეგია დღემდე რომ არ გვაქვს თავისუფალი ბაზარი. მხოლოდ ეს პრობლემაღა დაგვრჩა გადასაწყვეტი, შიდა წყობილების აწყობა სამართლიან ლიბერალურ წესრიგზე. ოლიგარქიული გავლენების წინააღმდეგ დაწყებულია სრულმასშტაბიანი ლიბერალური შეტევა.

ასე რომ ეჭვი არავის შეეპაროს. გარდაუვალად გვექნება დემოკრატიული წყობილება, თავისუფალი ბაზარი და გეოპოლიტიკურ ფუნქციასაც სრულად დაიბრუნებს საქართველო იმაზე მეტადაც კი ვიდრე ეს ჰქონდა დავით აღმაშენებლის დროს.
| Print |