აბრეშუმის გზა
მარტინენკო - უკრაინული გვარი საქართველოში და რომანოვებთან დაკავშირებული წინაპარი
მარტინენკო საქართველოში გავრცელებული ერთ-ერთი უკრაინული გვარია. მის წარმოშობაზე სუფიქსი -ენკო მიუთითებს.

მარტინენკოებს შეუძლიათ იამაყონ, რადგან მათი წინაპრების შესახებ ინფორმაცია მე-15 საუკუნით დათარიღებულ სხვადასხვა დოკუმენტშია მოცემულია, რაც ადასტურებს მათ მიერ დატოვებულ კვალს სლავური ხალხის ისტორიაში.

საქართველოში მარტინენკოების გვარი მე-19 საუკუნიდან გვხვდება. ერთ-ერთი ვერსიის მიხედვით, მათი წინაპარი აბასთუმანში რომანოვებთან მსახურობდა. გვარის გაზრდის შემდეგ ისინი სოფელ აწყურში დასახლებულან, სადაც მარტინენკო დღესაც გავრცელებული გვარია.

გადმოცემის თანახმად გვარის საფუძველი სახელი მარტინი იყო, რაც ლათინურად მებრძოლს, მარსისთვის თავდადებულს ნიშნავს.

სახელი მარტინი ძველ რომში იყო გავრცელებული. ქრისტიანულ ნომენკლატურაში იგი წმინდა მარტინ მოწყალეს მეშვეობით შევიდა, რომელიც IV საუკუნეში რომის იმპერიაში ცხოვრობდა. ქრისტიანობის მიღებამდე ის მამაცი მხედართმთავარი იყო. მოგვიანებით მან ქრისტიანობა მიიღო, გახდა ბერი და შვიდწლიანი ასკეტური ცხოვრების შემდეგ საფრანგეთში ტურების ეპისკოპოსად აირჩიეს. არცერთ წმინდანს არ ჰქონია ისეთი დიდება კათოლიკურ სამყაროში, როგორიც მარტინ ტურს. ამას მოწმობს მისი სახელობის ათასობით ტაძარი და დასახლება. თანამედროვე ევროპაში 11 ნოემბერს წმინდა მარტინ ტურის ხსენების დღე აღინიშნება.

მართლმადიდებლურ კალენდარშიც არის წმინდანი - მარტინ აღმსარებელი, რომლის ხსენების დღეს 27 აპრილს აღნიშნავენ. შეიძლება ვივარაუდოთ, რომ მარტინენკოს ოჯახის შორეული წინაპარი 11 ნოემბერს, ან 27 აპრილს დაიბადა და უძველესი ჩვეულების თანახმად, სახელი წმინდანის პატივსაცემად ეწოდა, რომლის დღესასწაული მის დაბადების დღეს დაემთხვა. შესაძლოა, ეს წმინდანი სწორედ მარტინ ტური იყოს.

სუფიქსი "-ენკო" ნიშნავს "პატარას" ან "შვილს". XIII-XV საუკუნეებში ამ სუფიქსის დართვით უკრაინაში საგვარეულო მეტსახელების დიდი ნაწილი ჩამოყალიბდა. სწორედ ეს არის „-ენკო“ გვარების გავრცელების მიზეზი. მე-17 საუკუნეში აღმოსავლეთ უკრაინაში გაბატონებული გახდა „-ენკო“-ით დასრულებული გვარები. ასე რომ, უძველესი წინაპრის - მარტინის პირადი სახელის საფუძველზე გაჩნდა გვარი მარტინენკო.

ვინაიდან გვარის ჩამოყალიბების პროცესი საკმაოდ ხანგრძლივი იყო, ამჟამად ძნელია საუბარი მარტინენკოს გვარის გამოჩენის ზუსტ ადგილზე და დროზე. თუმცა, დარწმუნებით შეგვიძლია ვთქვათ, რომ იგი ერთ-ერთი უძველესი სლავური გვარია.
| Print |