კიდევ რა მისცა საქართველომ პირველმა მსოფლიოს
წარსულით ტრაბახი შესაშური ვიცით. საქართველომ მისცა მსოფლიოს პირველი ძაფი, თაფლი, ღვინო, ხორბალი, მეტალურგია, ოქრომჭედლობა…
იცით კიდევ რა მისცა საქართველომ პირველმა მსოფლიოს? ძველ ეგვიპტეში საბანკო ოპერაციები ხორციელდებოდა 4700 წლის წინ და ამ დროს კოლხეთისა და იბერიის სამეფოში 8000 წლის წინ არსებობდნენ ზარაფები და მევახშეობის ინსტიტუტები…
ახლა რა ყურები ჩამოვყარეთ?
ყველაფერი აღდგენადია!
გინდათ გითხრათ..?
ყარსი-ახალქალაქის რკინიგზით ნაგლინი და ფოლადი რომ უკვე გადაიზიდება, ალბათ გაგიგიათ. მერედა აქ “პრახადნოი დვორი” კი არ არის აქაურობა თქვე დალოცვილებო. რაც გადაიზიდა ეგ არაფერია იმასთან, რაც უნდა მოხდეს.
ფოლადის ბირჟა ქალაქ რუსთავში უნდა გამწესდეს.
საქართველოს ქალაქებში განლაგებულ სასაქონლო ბირჟებზე უნდა წყდებოდეს კონტინენტური საქონელგაცვლის გარიგებები. ეს ბირჟები, სახელმწიფოსგან დამოუკიდებელი უნდა იყოს და სახელმწიფოში დამატებით ღირებულებას ქმნიდეს. მართლა ტვირთების დაცლა-დატვირთვა ხომ არ ჰგონია ვინმეს აბრეშუმის გზა?!
გინდათ ღვინის მსოფლიო ბაზარზე ქართული ღვინის მეფობა? მაშინ ღვინის საერთაშორისო ბირჟა უნდა შევქმნათ აქ!
და თუ რომელ ქალაქში, ეს თქვენ გადაწყვიტეთ…
მაგრამ იცოდეთ, ხორბლისა და თაფლის სასაქონლო ბირჟის ფუნქციას ჯავახეთს ვერავინ წაართმევს!
ორტაღებით და ქარვასლებით უნდა გაივსოს საქართველოს ქალაქები.
და თბილისი?
დაიმახსოვრეთ!
ლონდონიდან ტოკიომდე და ციურიხიდან სინგაპურამდე, სხვა დედაქალაქებთან შედარებით, რაც საქართველოს დედაქალაქს აკისრია, ეს არის საფონდო ბირჟის ფუნქცია.
გრანტებით და გზავნილებით ქვეყანა ვერ აშენდება… და კიდევ დარიალის კარი დასაკეტია.