აბრეშუმის გზა
რკინის ევროინტეგრაცია - ზურაბ მაღრაძის საავტორო ბლოგი
გლობალური კლიმატური გამოწვევებისა გამო, ქვეყნები გარემოზე ზემოქმედების შესაბამის სატრანსპორტო პოლიტიკას ქმნიან. ეს ელექტრო ავტომობილების წარმოება და სარკინიგზო გადაზიდვების განვითარებაა. ევროკავშირმა 2021 წელი რკინიგზის წლად გამოაცხადა, რადგან სარკინიგზო გადაზიდვები ეპიდემიის ნაკლებად გავრცელების საშუალებად და ამავე დროს კლიმატის ნეიტრალური ტრანსპორტის სახეობად აღიარეს. ჩინეთმაც ბოლო ათი წლის მანძილზე სარკინიგზო ინფრასტრუქტურაში განახორციელა მსხვილი ინვესტირება.საქართველოს გაცხადებული ევროპული ინტეგრაცია პირველ რიგში ადამიანთა მიმოსვლით უნდა შედგეს. ამისათვის, მოქალაქეებს უნდა ჰქონდეთ შესაძლებლობა ევროპისკენ ხელმისაწვდომი და კომფორტული მგზავრობის. ბაქო-თბილისი-ყარსის მაგისტრალი ყოველივე ამის პირდაპირი საშუალებაა და ბევრი სხვა ირიბი შესაძლებლობა იხსნება საქართველოსთვის, როგორიცაა ეროვნული ტურიზმის განვითარება, იაფი მგზავრობა თურქეთში სამედიცინო და სხვა მომსახურების მისაღებად, სადგური ახალქალაქის მეშვეობით მგზავრობა სომხეთიდან ევროპისკენ, ასევე სამგზავრო გადაზიდვები ევროპის და შუა აზიის ქვეყნებს შორის და სხვა. თუ ჩვენ გვინდა ინტეგრაცია ევროპასთან, მაშინ ჩვენ უნდა გაგვაჩნდეს თანამედროვე სარკინიგზო მიმოსვლა მარშრუტით: ბაქო-თბილისი-სტამბოლი-ვენა. ვენის სადგურიდან კი გამართული სარკინიგზო ქსელით, ევროპის ნებისმიერ დიდი ქალაქისკენ შესაძლებელია გადაადგილება.მსოფლიოში პირველი ტურისტული სააგენტოს შექმნაც რკინიგზის დამსახურებაა. 1841 წელს, ინგლისელმა თომას კუკმა, 540 ადამიანისთვის ექსკურსია დაგეგმა ლონდონში ღონისძიებაზე დასასწრებად. მოგზაურობა წარმატებული აღმოჩნდა და კუკმა საქმიანობა გააფართოვა ამერიკის შეერთებულ შტატებსა და ევროპაში. ის მგზავრებს მომსახურების სრულ პაკეტს სთავაზობდა ტრანსპორტირებით, განთავსებითა და კვებით. 1873 წელს ტურისტულმა სააგენტომ Thomas Cook and Son გამოსცა საერთაშორისო სარკინიგზო განრიგი, რომელიც დღემდე გამოიცემა, ხოლო 1890 წლისთვის სააგენტო წელიწადში 3 მილიონზე მეტ ბილეთს ყიდდა.ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზა 2017 წელს გაიხსნა და დღემდე იგი სატესტო რეჟიმში მუშაობს.

ზურაბ მაღრაძე
აბრეშუმის გზის მკვლევარი
ბიზნესის ადმინისტრირების დოქტორი
| Print |