მშვიდობა რუსეთის მონაწილეობით ნიშნავს სტაბილურ სიღარიბეს - ზურაბ მაღრაძის საავტორო ბლოგი
მშვიდობა რუსეთის მონაწილეობით ნიშნავს სტაბილურ სიღარიბეს. საქართველოს ეკონომიკით მიღწეული მშვიდობა, ნიშნავს აღმოსავლური კაპიტალის დასავლეთისთვის შეთავაზებას.
წარმოვიდგინოთ, რომ ავტობანის მიმდებარედ, გორის ლოგისტიკურ ზონაში ჩინური, ხოლო ქუთაისის და ფოთის ტერმინალებში ინდური ტვირთების დასაწყობება-გადამუშავება მიმიდნარეობს. ამის პარალელურად ახალქალაქის რკინიგზის სადგურში სამუშაო დღე თურქული პროდუქციის მარკირებით იწყება და გარდაბნის რკინიგზის სადგურში შვეიცარიული სამგზავრო მატარებლის ტექნიკური შემოწმება ხდება. ამავე დროს, ფოთი-თბილისი-ახალქალაქის რკინიგზით რუმინეთიდან იმპორტირებული ხორბალი იტვირთება სომხეთის ტრაილერებში. დღის ბოლოს კი ტურისტული სამგზავრო მატარებელი გამოდის მარშრუტით: თეირანი-ასტარა-ბაქო-თბილისი-სტამბოლი-ვენა. უბრალოდ ეს წარმოვიდგინოთ.
ამ ყველაფრის მომსახურებით ეროვნული შემოსავალი საქართველოს ყოველი მოქალაქისთვის მინიმუმ გაათმაგდება. მრეწველებსაც და ფერმერებსაც წარმოების იარაღებზე წვდომა ჭირდებათ. ამისათვის კი ქვეყანაში საჭიროა საბაზრო ეკონომიკის წესრიგი. ამას მოყვება მერე სასამართლო რეფორმაც, თვითმმართველობის დეცენტრალიზაციაც და ხალხის კაპიტალიზაციაც. ისე არ გამოვა არაფერი, გამორიცხულია.
ომი საქართველოში ნიშნავს ომს აზიასთან და ომს ევროპასთან. თუ გვაქვს ეს გააზრებული? ჩვენ არ უნდა მივდიოდეთ შეხვედრებზე სხვაგან და არც არავის არაფერს არ უნდა ვეხვეწებოდეთ. ჩვენ უნდა ვიყოთ ყველას მასპინძელი და ყოველი დილა ახალი სტუმრების დახვედრით უნდა იწყებოდეს. მასპინძლობა ისეც გულიანი ვიცით. ციურიხის, ლონდონის და ტოკიოს ბირჟებიდან მაკლერების ფორუმებს, თბილისში ქართველი დეველოპერები და მარკეტერები უნდა სპიკერობდნენ. ქართველი არქიტექტორები, ხელოვანები, ლიტერატორები და სხვები ახალ შედევრებზე უნდა მუშაობდნენ ცივილიზაციათა გაცვლაში, თარგმანში, ძერწვასა და ჭედვაში… რადგან ეს ცალკე დიდი შემოსავლის მომტანია მათთვისაც, ქვეყნისთვისაც და სამყაროსთვისაც.
მშვიდობა რუსეთის მონაწილეობით კი სტაბილურ სიღარიბეს ნიშნავს.
#დარიალისკარიდასაკეტია
#საფონდობირჟაგასახსნელი
ზურაბ მაღრაძე
აბრეშუმის გზის მკვლევარი
ბიზნესის ადმინისტრირების დოქტორი