საზოგადოება
ხვალ ქარხანასთან მოვდივართ დედებთან, ძმებთან, დებთან და ოჯახის წევრებთან ერთად - გაფიცული მუშები

"ბორჯომის" ქარხნის გაფიცული მუშები პიკეტირებას აგრძელებენ. მიუხედავად ორდღიანი სამედიაციო პროცესისა, შეთანხმება მხარეებს შორის მაინც ვერ შედგა. სასტუმრო ,,ბორჯომი პალასში" გამართული შეხვედრის შემდეგ, სადაც ერთმანეთს შრომის სახელმწიფო ინსპექციის ხელმძღვანელი, მედიატორი, პროფკავშირების დირექტორი და საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენლები ხვდებოდნენ, კულტურის სახლში გადაინაცვლეს.

მხარეებს დამატებით გაფიცული მუშების ნაწილიც შეხვდა, თუმცა გაფიცულებმა სხდომა პროტესტის ნიშნად მალევე დატოვეს. როგორც სხდომიდან გამოსული მუშები ამბობენ, მთავარი საკითხი, რამაც მათი უკმაყოფილება გამოიწვია, 49 გათავისუფლებული თანამშრომლის აღდგენა იყო, რაზეც ადმინისტრაციის მხრიდან დადებითი პასუხი ვერ მიიიღეს.
| Print |