აბრეშუმის გზა
FBI-დან ჰაერზე არ საუბრობენ
,,ჩვენ მუდმივად ვხედავთ, რომ ჩინეთის მთავრობა ყველაზე დიდ და გრძელვადიან საფრთხეს უქმნის ჩვენს ეკონომიკურ და ეროვნულ უსაფრთხოებას. როცა ვამბობ ჩვენს ვგულისხმობ ამერიკასა და მოკავშირეებს ევროპაში და სხვა კონტინენტებზე,"- ამბობს კრისტოფერ ურეი FBI-ის დირექტორი.

იცით თუ არა, რომ მოკავშირე ქვეყნების ეროვნული და ეკონომიკური უსაფრთხოების გარანტი სწორედ რომ საქართველოა?!

ის თუ გიფიქრიათ, რომ მთელი ევროპის ეკონომიკური უსაფრთხოების მიღწევისთვის, მხოლოდ საქართველოს შეუძლია ელაპარაკოს ჩინეთს, ინდოეთს, ყაზახეთს, თურქმენეთს, ირანს, ავღანეთს, პაკისტანს… რადგან აზიელები ქართველების სიტყვას ირწმუნებენ ყოველთვის, ევროპელების სიტყვას ნაკლებად… ეს არის სწორედ ჩვენი ისტორიული სახელმწიფო ფუნქცია.

დემოკრატი სახელმწიფო მდივნის, ტონი ბლინკენის სიტყვას შეგახსენებთ:

“საქართველოს სტრატეგიული მდებარეობა აზიასა და ევროპას შორის კრიტიკულად მნიშვნელოვანია ამერიკის აბრეშუმის გზის პოლიტიკისთვის… საქართველო იმსახურებს განსაკუთრებულ დაფასებას”.

დიპლომატის ნათქვამში მიაქციეთ ყურადღება - საქართველოს კრიტიკულ მნიშვნელოვანებას და საქართველოს დაფასების განსაკუთრებულობას!
ეს ამბავი მაშინ დაიწყო, როცა 1998 წელს დემოკრატი პრეზიდენტის კლინტონის დროს, სენატმა ახალი აბრეშუმის გზის მხარდაჭერის შესახებ რეზოლუცია მიიღო. ლიბერალური ადმინისტრაციის პირობებში, კარგად იციან თეთრ სახლსა და უესტმინსტერში, რომ საქართველო 8 საუკუნის მანძილზე გადაბმულად უწევდა კარიბჭეობას დიდ აბრეშუმის გზას.

საკითხავია ჩვენ როდის უნდა გავიაზროთ ეს ამბავი?!

ზურაბ მაღრაძე
აბრეშუმის გზის ასოციაციის მმართველი პარტნიორი
| Print |