აბრეშუმის გზა
აბრეშუმის გზა - უკუათვლა
აბრეშუმის გზის ცნება იწყება უხსოვარი დროიდან. ხმელთაშუა ზღვა ოდითგანვე არის სავაჭრო ცენტრი, რომელსაც კოლხეთი აკონტროლებდა.

ხმელთაშუა ზღვის კუნძულები და სანაპიროები კოლხურ - ქართველურია. კოლხური ტროა იმიტომაც დაიპყრეს ბერძნებმა, რომ ხმელთაშუა ზღვის მთავარი სანაოსნო სავაჭრო პორტი იყო და ტროელი კოლხელები სრულად აკონტროლებდნენ ხმელთაშუა ზღვაზე ვაჭრობას.

კართაგენიც ასევე იყო კოლხური პორტი და უკვე რომმა მოგვისპო. ანუ იმპერიებმა ჯერ ხმელთაშუა ზღვაზე შეგვავიწროვეს. შემდეგ სახმელეთო გეოგრაფია გაფართოვდა და ჩინეთიც რომ ჩაერთო სახელი აბრეშუმის გზა ჩინური აბრეშუმის ექსპორტის გამო დაერქვა.

ფარნავაზმა დაუბრუნა საქართველოს აბრეშუმის გზაზე კონტროლი. შემდეგ გორგასალმა ამის გულისთვის გადმოიტანა დედაქალაქი თბილისში. დავითი კი სრულად აკონტროლებდა აბრეშუმის გზას. ძალიან შეწუხდნენ მაშინდელი მტაცებელი იმპერიები საქართველოს სიძლიერით, ვინც აკონტროლებს სავაჭრო გზებს მას აქვს შემოსავლები, ფული და ძალა.

ჰოდა, ჯერ სახმელეთო გეოგრაფია შეგვიზღუდეს, შემდეგ მიწები ჩამოგვაჭრეს და სულაც დაგვიპყრეს. დღესაც სწორედ ამიტომ გვკლავენ, გვეომებიან, ამის გულისთვის გვაღატაკებენ და გვაკნინებენ, ჩვენი საკუთარი და ერის ფუნდამენტური ფუნქციის შესრულების უნარი რომ არ გვქონდეს.

ოღონდ აბრეშუმის გზის აღდგენის უკუათვლა დაწყებულია. საქართველოს ამჯერად იმპერიისგან ათავისუფლებს თავისუფალი მსოფლიო. ამიტომ უდგას უკრაინას გვერდით თავისუფალი სამყარო.

უკრაინა არის ევროპის ცენტრი.

საქართველო არის ევრაზიის ცენტრი.


რუსეთის ფედერაციის სრული კრახის შემდეგ საქართველოს გავლით სრულად აღდგება სახმელეთო აბრეშუმის გზა. შემდეგ დაიწყება ხმელთაშუა ზღვაზე საქართველოს გეოპოლიტიკური გავლენების აღდგენა, რომელიც დღეს მოსკოვის ხელშია. გარდაუვლად შეიცვლება ბევრი ქვეყნის საზღვრები და აღდგება ქურთების სახელმწიფო.

ქურთების სახელმწიფოს გავლით აღდგება საქართველოს, უძველესი კოლხეთის გეოპოლიტიკური სტატუსი და ახლო აღმოსავლეთის მშვიდობიანი ცხოვრების გარანტი გახდება თავისუფალი დემოკრატიული საქართველო. გარდა ამისა, საქართველო როგორც სამხერეთული ცივილიზაციის ლიდერი მოაწესრიგებს სამხრეთის და სამხრეთ ამერიკის ქვეყნების გეოპოლიტიკურ ცხოვრებასაც.

დღეს, ევროპის, აზიის და ამერიკის სამხრეთულ გეოპოლიტიკურ ზონებს აკონტროლებს მოსკოვი, მან "ჩაგვანაცვლა" ბოლო სამი საუკუნე და ამ ფუნქციას სრულად დაიბრუნებს სრულად გამთლიანებული დემოკრატიული საქართველო.
გავიმეორებ, არ მოგესმათ.
სრულად გამთლიანებული საქართველო! სრული გამთლიანება მხოლოდ დროის და დიპლომატიის საკითხია. ეკონომიკურად გლობალურ თავისუფალ ბაზარზე ქართული სახელმწიფოს თავისუფალი ბაზარი დაიკავებს ადგილს ლონდონსა და ტოკიოს შორის და გახდება კონტინენტის ფინანსური ცენტრი. სწორედ სახელმწიფოსგან დამოუკიდებელი თავისუფალი ბაზარი არის ყველაფრის ამოსავალი წერტილი. ყველა პრობლემის გასაღები.

მხოლოდ თავისუფალი ბაზრის და რეალური დემოკრატიის პირობებში ექნება საქართველოს აბრეშუმის გზის შესაბამისი უმაღლესი სტანდარტების ინფრასტრუქტურა პორტები, აეროპორტები, სარკინიგზო კვანძები, საავტომობილო გზები, სამართლიანი და ღირსეული ცხოვრება.

კოლხური ცივილიზაციის მემკვიდრე საქართველო სრულად აღადგენს თავის გეოპოლიტიკურ სტატუსს როგორც ხმელეთზე, ისე ზღვაზე და გახდება ჰარმონიული გლობალიზაციის გარანტი დასავლეთსა და აღმოსავლეთს შორის. ამ ფუნდამენტური, გლობალური მნიშვნელობის და ფასის ფუნქციის შესრულება შეუძლია მხოლოდ საქართველოს და მხოლოდ ქართველ ერს, რომელიც მენტალურად ერთადერთი ევროპელი აზიელი ერია დედამიწაზე.

სწორედ ამიტომ შეცვალა თავისუფალმა მსოფლიომ, კერძოდ ამერიკელმა დემოკრატებმა ლიბერალური გლობალიზაციის პოლიტიკით გლობალური წესრიგი, რის შედეგადაც შეიცვალა კონტინენტური გეოპოლიტიკური წესრიგი რომ საქართველომ დაიბრუნოს ხუთი საუკუნით დაკარგული ფუნქცია. საქართველო გახდება კონტინენტის პოლუსი სახელმწიფო.

გეოპოლიტიკურ საჭადრაკო ენაზე ფიგურა დედოფალი, სახელად "ლაზი ერი". ჩვენ ვართ ერი, რომელმაც ისტორიის ყველა ქარტეხილს გაუძლო, ყველაფერი გადაიტანა რაც შეიძლებოდა და არ შეიძლებოდა. ამდენი უბედურების შემდეგ ბევრი სხვა ერი უბრალოდ გაქრებოდა. ვართ და ვუძლებთ ახლაც და სრულად დავიმსახურეთ მსოფლიოს მხარდაჭერა და თავისუფლება. მოსკოვის იმპერიის და ოლიგარქიის მსახური "დანიშნული" იმბეცილი "ელიტები" არიან ქართული "ორგანიზმის" ჩირქი და რაც მოუვათ თავს დააბრალონ. არ მკითხოთ როდის? ეს უკვე ხდება, ეს უკვე მიმდინარეობს, ნაბიჯ-ნაბიჯ, ძნელად, მძიმედ, მაგრამ უკუათვლა დაწყებულია და ძალა არ არსებობს დედამიწაზე ეს პროცესი რომ შეაჩეროს.
| Print |