აბრეშუმის გზა
ფიროსმანიდან გეოპოლიტიკამდე
ნახატს, რომელიც 1943 წელს შექმნა სალვადორ დალიმ, სახელად ჰქვია "გეოპოლიტიკური ყრმა უყურებს ახალი ადამიანის დაბადებას". კვერცხის სახით წარმოდგენილი დედამიწიდან კოლოსი იბადება. ის ჩრდ. ამერიკასთან ცდილობს გამოჩეკვას. თან მარცხენა ხელით მძიმედ ეყრდნობა ბრიტანეთის კუნძულებს. გეოპოლიტიკური ყრმის დედა კი საქართველოსკენ იშვერს ხელს.
დღეს გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრის სუნაკის თქმით, დიდი ბრიტანეთის და ჩინეთის ურთიერთობის "ოქროს ხანა" დასრულდა. მან დასძინა, რომ დიდი ბრიტანეთი იმუშავებს მოკავშირეებთან, მათ შორის აშშ-თან, კანადასთან, ავსტრალიასთან და იაპონიასთან, რათა "მართოს ეს გამწვავებული კონკურენცია".
ბლინკენი: "შავი ზღვა სასიცოცხლო მნიშვნელობისაა ყველა ჩვენგანისთვის. რეგიონში გვყავს, მათ შორის ახლო პარტნიორები უკრაინა და საქართველო. მარტივად რომ ვთქვათ, შავი ზღვა არის ნატო-ს თავდაცვითი სტრატეგიის კრიტიკული კომპონენტი."
გავიხსენოთ იგივე ბლინკენის მიერ 2016 წელს ნათქვამი სიტყვა: “საქართველოს სტრატეგიული მდებარეობა აზიასა და ევროპას შორის კრიტიკულად მნიშვნელოვანია ამერიკის აბრეშუმის გზის პოლიტიკისთვის. აშშ მძლავრად უჭერს მხარს თქვენს რეგიონალურ ლიდერობას, რათა შექმნათ მეგობრულ სახელმწიფოთ ქსელი ტრანსკასპიური დერეფნის ირგვლივ… საქართველო იმსახურებს განსაკუთრებულ დაფასებას”.
აქვე გადავხედოთ სახელმწიფოთა დღევანდელ ალიანსებსაც:
Quad: აშშ-იაპონია-ავსტრალია-ინდოეთი.
AUKUS: აშშ-ბრიტანეთი-ავსტრალია.
ბრიტანული ბლოკი: ბრიტანეთი-პოლონეთი-უკრაინა-ლიტვა-თურქეთი-მოლდოვა-საქართველო.
გავითვალისწინოთ გაეროს პროგნოზიც, რომ 2023 წელს ინდოეთი ჩინეთს გაუსწრებს მოსახლეობის რაოდენობით. ინდოეთი მომავალში ჩინეთს გაუსწრებს ასევევ ეკონომიკითაც. ახლა პარალელი გავავლოთ აშშ-ს და ბრიტანეთის ლიდერების აუდიენცებსა და ახალ გეოპოლიტიკურ ალიანსებს შორის. ტრანსკონტინენტური ვაჭრობა და კაპიტალი საით იღებს გეზს, ცხადი ხდება.
ეს ყველაფერი გავამყაროთ ინგლისელი გეოპოლიტიკოსის და დიდი ბრიტანეთის საიდუმლო საბჭოს წევრის ჰელფორდ ჯონ მაკინდერის მოსაზრებით - მსოფლიოს ცენტრი ევრაზიის კონტინენტს უჭირავს, მის ცენტრში კი კავკასია მდებარეობს. სწორედ კავკასიაა ,,მსოფლიოს გული“ (Heartland), რომლის დამორჩილების შემთხვევაში მსოფლიოზე კონტროლის დამყარება ხდებოდა შესაძლებელი. 1919 წელს გამოცემა ,,დემოკრატიული იდეალები და რეალობა“ წერდა: ,,ის ვინც აკონტროლებს აღმოსავლეთ ევროპას, ბატონობს Heartland-ზე, ის ვინც ბატონობს Heartland -ზე, ბატონობს მსოფლიო კუნძულზე, ის ვინც ბატონობს მსოფლიო კუნძულზე, ბატონობს მსოფლიოზე“.
1901 წელს 82 ხომალდი შესულა ანაკლიის ნავსადგურში. 1901 წლიდან 1909 წლამდე დაბა ანაკლიაში ვაჭრობიდან მიღებული შემოსავალი 260%-ით გაიზარდა. სწორედ 1909 წელს დახატა ნიკო ფიროსმანმა ცნობილი ნახატი - მეაქლემე თათარი.
განსხვავებული მოცემულობების ერთმანეთთან დაკავშირება სიმამაცეს მოითხოვს. ლიბერალური წესრიგი ყველაფერს თავის კალაპოტში მოაქცევს ბოლოს.
გააზიარეთ :