აბრეშუმის გზა
დღეს ჩიბუხას იუბილეა
ლაზეთის აბრეშუმის გზა. ორთაჩალარის ხიდები

საბჭოთა საზღვრების დადგენისას ჯუღაშვილის აზრით ბათუმი აუცილებლად საქართველოს საზღვრებში უნდა მოქცეულიყო, რამეთუ ბაქოს საბჭოთა ნავთობს შავ ზღვამდე გზა და ნავსაყუდელი ჭირდებოდა.

უნდა ვიცოდეთ, რომ თურქეთ-საქართველოს საზღვრიდან, არტაანი-ართვინი-იმერხევის გზაჯვარედინამდე პირდაპირი ხაზით მანძილი 22 კმ-ია.

იმერხეველების ნაამბობის მიხედვით, ერთხელ როცა თამარ მეფე ტაო-კლარჯეთს სტუმრობდა, გზად შემოაღამდა და გზაჯვარედინზე მდგარ კეთილმოწყობილ ქარვასლაში მოუსვენია. დილით იმერხეველები დაულოცია და იქიდან სამეფო ამალით ერთად მეფეს სამცხისკენ აუღია გეზი.

გზაჯვარედინის ქარვასლა ემსახურებოდა აზიიდან მომავალ დიდ ქარავნებს და ასევე საქარავნე გზით უკავშირდებოდა არტანუჯის კარიბჭესაც, რომელიც შემდეგ ტრაპიზონამდე გრძელდებოდა.

დღემდე ამ გზაჯვარედინზე ყოველი გავლისას, იმერხეველები წუთით ჩერდებიან და ამით გამოხატავენ პატივისცემას მეფე თამარისადმი. იმერხეველთა ეს ტრადიციაც საუკუნეებს ითვლის.

ისტორიის ჩანაწერებიდან: “არტაანიდან გზა უერთდებოდა ყარსს, არზრუმსა და ახალციხეს. როგორც გიორგი ყაზბეგი, ასევე მის შემდგომ ლაზიკაში რუსეთიდან გაგზავნილი მეცნიერი ვეიდენბაუმი თავიანთ მთავრობას არწმუნებდნენ, რომ აღნიშნულ ბათუმ-არდაგანის გზას გააჩნდა უდიდესი საერთაშორისო მნიშვნელობა, რადგანაც ის სპარსეთს ევროპასთან აერთებდა უმოკლესი გზით.”

საბჭოთა საზღვრების დადგენის დროს, პრიორიტეტი ბაქოს ნავთობინდუსტრიის ინტერესებიდან გამომდინარე, ბათუმის ნავთობბაზას მიენიჭა. საქართველოს საბჭოთა საზღვრიდან 22 კილომეტრში კი აბრეშუმის გზის სტრატეგიული გზაჯვარედინი ისტორიებში სადღაც ჩაიკარგა.

21 დეკემბერს, ფოლადი კაცის დაბადების დღეს, რა თქმა უნდა ადვილია იმის თქმა, რომ: “აბრეშუმის გზა საქართველოზე არ გადიოდა”.
| Print |