აბრეშუმის გზა
საქართველო - თავისუფალი ვაჭრობის ზონა
თეიმურაზ ზაქრაძე ამბობს: ,,ომიც იმიტომ დაგვიწყო შაჰ-აბასმა, რომ სამთავროებად დაყოფილ საქართველოში ფეოდალები საბაჟო გადასახადებით ყვლეფდნენ სპარსელ ვაჭრებს და ევროპაში ჩასატანი პროდუქცია უძვირდებოდათ. ოღონდ მანამდე დაიწყო ეს უბედურება. თამარის მიერ გატუტუცებულმა და უფლებებში აღდგენილმა თავადობამ დააქუცმაცეს სამთავროებად ქვეყანა.

მონღოლები თხოვდნენ, ლამის ეხვეწებოდნენ საქართველოს არ ეძარცვათ ქარავნები და არ ყოფილიყო მექარავნეებისთვის ძვირი გადასახადები. სულგაყიდულმა ფეოდალობამ არ შეისმინა და მონღოლების არმია შემოგვესია. მონღოლოიდმა მოსკოვიტებმა გადაიტანეს სავაჭრო გზები მოსკოვის გავლით. მერე ბოლშევიკებმა ჩაიგდეს ხელში და სწორედ ამიტომ არსებობს ჯერ კიდევ ამოდონა იმპერია, რომ ევროპა აზიის სავაჭრო გზებს აკონტროლებს.”


ამიტომ ითხოვდა ილიაც თავისუფალი ვაჭრობის წესრიგს საქართველოში. რომ კითხო ზოგიერთს, ილიას გზით უნდა ვიაროთო გიპასუხებენ და რა არის ეს გზა ან საითკენაა მიმართული, ბევრს ვერც ექნება პასუხი. ლიბერალური ეკონომიკის წესრიგია სწორედ ეს ქვეყნისთვის. სულხან-საბაც იგივე წესრიგისთვის იღწვოდა, რომ სპარსეთისთვისაც და საფრანგეთისთვისაც, საქართველო ყოფილიყო თავისუფალი სავაჭრო ზონა.

დღეს, საქართველოს აქვს თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულებები დადებული თურქეთთან, სომხეთთან, აზერბაიჯანთან, ყაზახეთთან, ჩინეთთან, ევროკავშირთან. მიმდინარეობს მოლაპარაკება საუდის არაბეთთან და ეს ხდება არა იმიტომ, რომ მძლავრ ეკონომიკურ გუნდებს ვფლობდით ამ 30 წლის მანძილზე. არამედ იმიტომ, რომ ლიბერალური გლობალიზაცია წყვეტს ქართული სახელმწიფოს ბედ-იღბალს. და აბრეშუმის გზის აღდგენის იდეას ვერავინ ვერ დაუდგება წინ, მითუმეტეს მოსკოვი.
| Print |