აბრეშუმის გზა
იტალია- საქართველო
საინტერესო იქნებოდა იმპერიათა პოლიტიკის ურთიერთ შედარება. საქართველოში რომაელების მოსვლის და აბრეშუმის გზის დაწინაურების პერიოდები ერთმანეთს ემთხვევა, ანუ ძვ. წ. აღ. II საუკუნიდან. საინტერესო აქ ისაა, რომ პომპეუსსა და მეფე არტაგს შორის დაზავებამ ასეთი შედეგი მოიტანა:

1) ქართლში მეფის ხელისუფლება ხელუხლებელი დარჩა;
2) ქართლის მეფეს რომაელთა სამხედრო მოკავშირეობა (“მეგობრობა”) დაევალა, რაც თავის მხრივ გულისხმობდა საჭიროების შემთხვევაში რომისათვის ჯარით დახმარებას;
3) ქართლის მეფეს დაევალა ჩრდილო-კავკასიის გადმოსასვლელების გამაგრება.

საქართველოში აბრეშუმის გზა აღდგა.

ახლა გეორგიევსკის ტრაქტატს გადავხედოთ და მოსკოვური ზავის შედეგები შევადაროთ პომპეუსის ზავს:

1) სამეფო ტახტი განადგურდა;
2) ტოტლებენის მოკავშირეობამ დაგვაქცია;
3) ჩრდილოელებმა გორამდე ჩამოიტანეს საზღვარი.


რომმა ქართველი მეფის ქანდაკება დადგა, მოსკოვმა - ბაგრატიონების სასაფლაო.

#დარიალისკარიდასაკეტია
#საფონდობირჟაგასახსნელი


ზურაბ მაღრაძე
აბრეშუმის გზის ასოციაციის
მმართველი პარტნიორი
| Print |