აბრეშუმის გზა
ორი დასავლეთი
დემოკრატი პრეზიდენტები, ლიბერალები:

კენედის დროს 1961 წელს აშშ კონგრესმა მიიღო კანონი საგარეო დახმარების შესახებ სამხრეთ კავკასიის და ცენტრალური აზიის ქვეყნების ეკონომიკური და პოლიტიკური დამოუკიდებლობის მხარდასაჭერად. ასევე, კენედის დროს დაუბრუნდა ყირიმი უკრაინას.

კლინტონის დროს 1999 წლის 11 მაისს, კონგრესმა მიიღო კანონი “აბრეშუმის გზის განვითარების სტრატეგიის შესახებ”.

ობამას დროს 2011 წელს ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზა მსოფლიოს ას გლობალურ პროექტს შორის სახელდება და ამავე წელს სახელმწიფო მდივანი ჰილარი კლინტონი მხარდაჭერას უცხადებს რკინის აბრეშუმის გზას. ასევე დაწინაურდა აღმოსავლეთის პარტნიორობის ფორმატი.

ბაიდენის დროს 2021 წელს საქართველოში ჩამოდის აშშ თავდაცვის მდივანი და თბილისიდან, ყველას გასაგონად აცხადებს, რომ 3+3 ფორმატში საქართველო არ მიიღებს მონაწილეობას.

რესპუბლიკელი პრეზიდენტები, კონსერვატორები:

უფროსი ბუშის დროს 1991 წელს შეიქმნა დსთ და მოსკოვს გავლენის სფეროებიც დაუკანონდა. ზვიადის დამხობას უკვე მწვანე შუქიც ჰქონდა.

ბუშის დროს 2006 წელს კონგრესმა მიიღო კანონი, რომელიც ამერიკის ბანკებს უკრძალავდა რკინიგზის „თბილისი - ყარსი“ მშენებლობის დაფინანსებას.

ტრამპის დროს 2020 წლის ყარაბაღის ომის შემდეგ გაჩნდა 3+3 ფორმატი.

ზვიად გამსახურდია საუბრობდა ორი დასავლეთის შესახებ.
ვინ აცალა?

დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში პრეზიდენტმა გამსახურდიამ გასცა პირველი ინსტრუქცია აბრეშუმის გზის სამთავრობო სტრუქტურის შექმნის თაობაზე.

ვინ აცალა?

ჩერჩილმა თქვა: პოლიტიკოსები ზრუნავენ მომავალ არჩევნებზე, სახელმწიფო მოღვაწე ზრუნავს მომავალ თაობაზე.
დიახ! “არ იყო ზვიადი პოლიტიკოსი”.

ზვიად გამსახურდიას აშშ-ს ყოფილ პრეზიდენტთან, რესპუბლიკელ რიჩარდ ნიქსონთან საუბრისას, აბრეშუმის გზა არ უხსენებია. მერე ჩვენ გვიხსნიდა ორი დასავლეთის შესახებ.

ვინ აცალა?

დიახ, არ იყო ზვიადი პოლიტიკოსი.
ის სახელმწიფო მოღვაწე იყო.

ის გეოპოლიტიკის კორიფე იყო.

31 დეკემბერს გავარდა წითელი ინტელიგენციის მიერ საქართველოსთვის დამიზნებული პირველი ტყვია.


ზურაბ მაღრაძე
აბრეშუმის გზის ასოციაციის
მმართველი პარტნიორი

| Print |