აბრეშუმის გზა
ვერ ვიქნებით ერთ რუკაზე ერთად რუსეთი და საქართველო
ზვიადის ხსოვნის საუკეთესო გზა არის მისი დაწყებული საქმის აღდგენა და გაგრძელება.

ზვიად გამსახურდია არის კლასიკური მემარცხენე ეროვნული ლიბერალ დემოკრატი, სსრკ-ს იდეოლოგიის სრული ანტიპოდი იდეოლოგიის პოლიტიკოსი.

უდიდესი სახელმწიფო მოღვაწე. იბრძოდა დემოკრატიული წყობილებისთვის და ქართული სახელმწიფოს ადგილისთვის გლობალურ პოლიტიკაში.

მიუხედავად იმისა რომ არ დააცალეს და რიტუალურად მოკლა იმპერიამ სსრკ-ს დაბადების დღეზე, მაინც მიაღწია მიზანს.

ჩვენ, ხალხს არ მოგვიკლავს. ასე რომ ნუ მოთქვამთ მოვკალითო.

იმპერიამ მოგვიკლა თავისუფლების ლიდერი ლიბერალები ილია, კირიონი, მერაბი, ზვიადი.

იმპერიამ მოგვიკლა ეროვნული ელიტები, თავზე დაგვასვა და დაგვინიშნა სულგაყიდული ელიტები და ცნობადი პერსონები.

არ გვაქვს არც დამოუკიდებელი მეცნიერება, არც საკუთარი მრეწველობა, მატერიალურად გამოშიგნულია ქვეყანა ოლიგარქიული კაპიტალის მიერ და შავი ბაზრის "გაგებებით" ვცხოვრობთ, მაგრამ გვაქვს ბევრად მძლავრი რამე, გვაქვს ქვეყნის იდეა. გვაქვს სულიერი მისია სხვა ერების წინაშე.

ზვიადმა სამართლებრივად გაანადგურა საბჭოთა იმპერია.

მსოფლიოს შესთავაზა ქართული სახელმწიფოს ადგილი და როლი გლობალურ პოლიტიკაში და ეს ყოველივე თავისუფალმა მსოფლიომ შეისმინა.

ხუთი საუკუნით გეოპოლიტიკურ ორღობეში ჩატოვებულ საქართველოს თავისუფალი დასავლეთი უბრუნებს კუთვნილ ადგილს და კოლოსალურ როლს აბრეშუმის გზის გეოპოლიტიკურ წესრიგში.

რასაც ზვიადი ამბობს ქართველი ერის სულიერ მისიაზე არის სრული სიმართლე და ჭეშმარიტება.

მართალი იყო მაშინაც როცა კრემლის აგენტებზე საუბრობდა.

მოსკოვისთვის საქართველოს კონტროლი არის ნომერ პირველი ამოცანა და მიზანი და ყველაზე მეტი კომუნისტი, აგენტი და ერის მოღალატე ჰყავდა ყოველთვის მობილიზებული. არც ერთი სხვა რესპუბლიკის მიმართ არ ჰქონდა ასეთი ინტერესი როგორც საქართველოს მიმართ.

ეს კი იმიტომ რომ საქართველო არის მოსკოვის იმპერიის გეოპოლიტიკური ალტერნატივა.

ვერ ვიქნებით ერთ რუკაზე ერთად რუსეთის ფედერაცია და საქართველო.

უნდა იყოს ან ერთი ან მეორე.

საქართველო იქნება, რუსეთის ფედერაცია კი აღარ.

ასე იქნება და ეს სწორედ ზვიად გამსახურდიას მოღვაწეობის შედეგია.

ასევე აბსოლუტურად მართალი იყო როცა საუბრობდა ორ დასავლეთზე. ლიბერალური, დემოკრატიული დასავლეთი საქართველოს თავისუფლების მოკავშირეა.

სწორედ ლიბერალების, ამერიკელი დემოკრატების გლობალიზაციის პოლიტიკით შეიცვალა გლობალური გეოპოლიტიკური წესრიგი და დაიწყო აბრეშუმის გზის აღდგენა კონტინენტზე.

მემარჯვენე კონსერვატიული დასავლეთი კი მოსკოვის მოკავშირეა და სამი ათეული წლის შემდეგ ეს ნათლად გამოჩნდა.

უზარმაზარი პასუხისმგებლობა გვეკისრება ქართველ ერს, საქართველოს თავისუფლების. უკან დგას ასზე მეტი ერის, ნახევარი მსოფლიოს თავისუფლება და დამოუკიდებლობა.

ასე რომ ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობა, მთლიანობა და თავისუფლება მხოლოდ ჩვენი საქმე. აღარ არის, მსოფლიოს ინტერესებშია საქართველოს თავისუფლება და ეს აუცილებლად მოხდება.

ვერ იქნება კაცობრიობა თავისუფალი სანამ საქართველო არ იქნება თავისუფალი - ამერიკელი პოლიტიკოსის სიტყვებია.

ასე რომ მოვრჩეთ წუწუნს და წუხილს.

ზვიადის შემდეგ სიტყვა ლიბერალი საგინებელი სიტყვად აქციეს, ყველა პოლიტიკური ძალა მემარცხენე "ლევაკებს" და ამერიკელ დემოკრატებს აბულინგებს და აგინებს, ეს კი ნიშნავს რომ ქვეყნის თავისუფლებას მტრობენ.

ჰოდა ჯერ ეს გვაქვს გამოსასწორებელი.

ლიბერალური იდეოლოგია უნდა აღდგეს ქართულ პოლიტიკაში და უნდა გვქონდეს ლიბერალ დემოკრატიული წყობილება სახელმწიფოსგან დამოუკიდებელი თავისუფალი ბაზრით და სამართლის უზენაესობით.

ამას აპირებდა ზვიადი და ეს იქნება ზვიადის ყველაზე დიდი დაფასება.

დამდეგ ახალ წელს გილოცავთ
დიდი ცვლილებები მოხდება და ვინც ვერ გაიქცევა თავს დააბრალოს.

თეიმურაზ ზაქრაძე
ჰარმონიული გლობალიზაციის და მართვის ინსტიტუტის ხელმძღვანელი,
აბრეშუმის გზის ასოციაციის დამფუძნებელი პარტნიორი.
| Print |