აბრეშუმის გზა
გეოპოლიტიკის სამი ფუნდამენტური ფაქტორია ხმელეთი, ზღვა და ერის მენტალობა
გეოპოლიტიკის სამი ფუნდამენტური ფაქტორია ხმელეთი, ზღვა და ერის მენტალობა..

დღევანდელ მსოფლიოში მენტალობა დგას პირველ ადგილზე და სრულიად გადამწყვეტი ფაქტორია.

მენტალურად დაკნინებული და დამარცხებული ერის კუთვნილი ხმელეთის და ზღვის მიტაცება და ფლობა პრობლემა აღარ არის.
სწორედ ერის მენტალურ დამონებას ემსახურება იმპერიული ოლიგარქიული ავტოკრატიული პროპაგანდა ყველა ტელეარხიდან,
სწორედ უკრაინის ერის დენაციფიკაციის ლოზუნგით ეომება მოსკოვი უკრაინას.

იმპერიის მიერ დღემდე გაკონტროლებული ფსევდომეცნიერების და ფსევდოპოლიტიკის ტყუილები გამოიყენება ხალხის ეკონომიკურად და მენტალურად დასამონებლად, თავისუფალი და დამოუკიდებელი მენტალობის მოსასპობად.

ამას თუ ნებდებით, უკეთეს მომავალს თუ ვერ ხედავთ ე.ი. კონკრეტულად თქვენ დაგამარცხეს, გაჯობეს, მენტალურად დაგამონეს და "დაგაჩმორეს". ზუსტად იმ დოზით და იმ რაოდენობით აქვს ოკუპანტს მიწები დაკავებული რა დოზითაც არის ერის მენტალობა დამონებული. ოღონდ მენტალობა იცვლება მიუხედავად ყველაფრისა.

ვინც ახლა, ამას კითხულობთ, პერსონალურად თქვენი ცხოვრების მანძილზე სსრკ-დან დღემდე უკვე შეგეცვალათ მენტალობა, ოღონდ უმეტესწილად ვერ ამჩნევთ.

ან ხართ ის კატეგორია, ვისაც ფულს უხდიან, რომ არ შეამჩნიოთ და სხვებიც დაზაფროთ.

ან ხართ ის კატეგორია, რომელსაც  სულაც არ გიხდიან ფულს და საკუთარი ნებით ზაფრავთ საზოგადოებას საკუთარი შიშებით.

ან ხართ ის კატეგორია სულაც ჩაქნეული რომ გაქვთ ხელი და ან გაქცეული ხართ ან აპირებთ გაქცევას ქვეყნიდან.

ასე რომ ყველა ვარიანტში მენტალურად დამარცხებული, დაჩმორებული და დაჩაჩანაკებული, სულიერად დაცემული და ნებაგატეხილი ხართ პირადად თქვენ, ვინც ახლა ამ პოსტს კითხულობთ.

იშვიათი ხართ ისინი ვინც ამ ყველაფერს უძლებს.

"დაჩმორებული" მენტალური აღქმით კი ძალიან ძნელად თუ წარმოიდგენთ "რანი იყვნენ", რაოდენ დიადი იყვნენ ჩვენი წინაპრები.

შეუძლებელი შეეძლოთ, ისეთ ომებს იგებდნენ, რომელიც წესით ვერ უნდა მოეგოთ. რაოდენ მასშტაბური და გლობალურია ქართული ფილოსოფიური აზრი.

სწორედ მენტალურად დაჩმორებული პერსონები აყენებენ ეჭვის ქვეშ ერის დიად წარსულს, მოგებულ ომებს თუ სხვა წარმატებებს და რაც ყველაზე უარესია ერის მომავალს, როცა კოლოსალური გეოპოლიტიკური ძვრები ხდება საქართველოს და უკრაინის სასარგებლოდ.

იმდენად მძლავრია მენტალური შეტევა რომ პატრიოტებსაც კი, ვისაც გულმხურვალედ გინდათ ქვეყნის სიკეთე ეჭვი გეპარებათ, სულ მესმის, "ნეტავი მასე იყოს",
"ღმერთმა გისმინოთ", "ველოდები მაგ დროს" და მაგვარი. ღმერთმა უკვე გააკეთა თავისი საქმე, ახლა თქვენ შეისმინეთ.

რას ელოდებით?
რას ნატრობთ?
პირადად თქვენს მენტალობაზე გადის ზღვარი სიბნელესა და ნათელს შორის, პირადად თქვენზეა დამოკიდებული რას დაიჯერებთ და რას ირწმუნებთ, ნუ უყურებთ სხვას.
შენ დაიჯერე, რომ ეს ხმელეთი და ზღვა შენია და მეტი არავისი!!!!
შენ! ვინც ახლა ამას კითხულობ.
საკუთარ თავს მოერიეთ, ირწმუნეთ ამის დედაც.

ირწმუნეთ და ვინც შეეცდება თქვენს რწმენაში ეჭვი შეიტანოს დაუნდობლად მოიშორეთ და სულაც დაიკიდეთ. შემოლაწუნება შველისო გამიგია.

ჰოდა, ჩათვალეთ რომ ეს პოსტი არის შემოლაწუნება. ხელის შემობრუნების არ მეშინია,
არც იმპერიის მეშინია, არც ციხის,
არც უსახლკარობის, არც უფულობის, არც არაფრის.
ცარიელი ხელებით და სუფთა სინდისით აქ ვდგავარ ჩემი საკუთარი და ჩემი სამშობლოს დამოუკიდებლობის სადარაჯოზე.

თეიმურაზ ზაქრაძე
ჰარმონიული გლობალიზაციის და მართვის ინსტიტუტის ხელმძღვანელი,
აბრეშუმის გზის ასოციაციის დამფუძნებელი პარტნიორი.
| Print |