აბრეშუმის გზა
აბრეშუმის გზა ციფრებში
აბრეშუმის გზა ციფრებში.

ინებეთ ბატონო.

TRACECA ეს არის ევროპა-კავკასია-აზიის სატრანსპორტო დერეფანი, რომელშიც ჩართულია ევროკავშირი და აღმოსავლეთ ევროპის, კავკასიისა და ცენტრალური აზიის რეგიონის 12 წევრი ქვეყანა.

ტრასეკას პროგრამის წევრი არის საქართველო. ახლა ვნახოთ როგორ გამოიყურება ამ პროგრამის წევრი ქვეყნების ეკონომიკები, ანუ მშპ.

ევროკავშირი - $16,6 ტრილიონი.

12 წევრი ქვეყანა - $3,6 ტრილიონი.

ჯამში გამოვიდა, რომ $20,2 ტრილიონის ღირებულების ტრასეკას ტვირთებმა და სერვისებმა საქართველო უნდა გადაკვეთონ.

გარდა ამისა, არსებობს კიდევ CAREC - ცენტრალური აზიის რეგიონული ეკონომიკური თანამშრომლობის პროგრამა, რომელიც აერთიანებს 11 ქვეყანას.

პროგრამაში საქართველოს, აზერბაიჯანის და ცენტრალური აზიის ქვეყნების გარდა, შედიან ასევე ჩინეთი, მონღოლეთი, ავღანეთი და პაკისტანი, ჯამური ეკონომიკით - $18,7 ტრილიონი.

ახლა TRACECA-ს და CAREC-ის პლატფორმები დავაჯამოთ და მივიღებთ $38,9 ტრილიონის ეკონომიკებს, რომელთა შორის ურთიერთობა კავკასიის გავლით უნდა შედგეს.

ახლა შევაფასოთ კავკასიის ქვეყნების სატრანსპორტო და ლოგისტიკური ინფრასტრუქტურის განვითარების ინდექსები, მსოფლიო ბანკის 2018 წლის მონაცემებით.
  • აზერბაიჯანი 31-ე ადგილი;
  • სომხეთი 83-ე ადგილი;
  • საქართველო 119-ე ადგილი.
  • ცნობისთვის, 2012 წელს საქართველო 77-ე ადგილზე იყო.
ზევით მოცემული $38,9 ტრილიონის ბაზრების ურთიერთობებში, საქართველოს შემოსავლის სახით სულ მცირე 0,1% რომ დარჩეს, ციფრებში ეს შეადგენს $38,9 მილიარდს.

თუ ლოგისტიკურ მომსახურებას გავმართავდით, 1%-ის შემთხვევაში ეს შემოსავალი იქნებოდა $389 მილიარდი. საქართველოს მთლიანი ეკონომიკა კი სულ $25 მილიარდია.

ამ ციფრების შემხედვარე, ეროვნული ბანკის მონაცემებით, 2022 წელს საერთაშორისო ვიზიტორებმა საქართველოში თურმე 3,5 მილიარდი დოლარი დახარჯესო და ეს გვიხარია.

#დარიალისკარიდასაკეტია
#საფონდობირჟაგასახსნელი

ზურაბ მაღრაძე
აბრეშუმის გზის ასოციაციის
მმართველი პარტნიორი
| Print |