ცისფერი მთები ტიან-შანი არ არის!
ისტორიული აბრეშუმის გზის აღდგენაზე როცა ვსაუბრობთ, უნდა გავითვალისწინოთ, რომ უპირველესად უნდა მოხდეს აბრეშუმის გზის მენტალური აღდგენა ქართველ ერში. რა იგულისხმება მენტალურ აღდგენაში?
მიხეილ ვორონცოვი მაშინდელი ბრიტანული სკოლის გაზრდილი იყო და კარგად იცოდა, რომ თუ ქვეყნის დაპყრობა გინდა უსისხლოდ, მისი კულტურის გაფეტიშებით უნდა დაიწყო. ამ პროცესს უნდა მიაბა ისეთი გართობითი ღონისძიებები, რაც მათ კულტურაში ჯდება. და ეს იდეა მან მშვენივრად განახორციელა. პირველ რიგში მისი მოღვაწეობის პერიოდში თბილისში დაიხურა თეკლას ქარვასლა, სარაჯიშვილების ქარვასლა, ბატონიშვილების ქარვასლა, არწრუნის ქარვასლა და სხვები. ზოგი დიდი ქარვასლა გაურკვეველ ვითარებაში ხანძრით განადგურდა. ხოლო მათ ადგილას რესტორნები და თეატრები გაიხსნა. ქართულ კულტურასთან ერთად ღვინო-დუდუკი-ქალების ინდუსტრია დაწინაურდა. მაშინდელი ქართული საზოგადოება ვერ ამჩნევდა ამ მზაკვრულ ხრიკს და ვერც შეამჩნევდა.
ვორონცოვის რეფორმას დაემთხვა ალექსანდრე გრიბოედოვის დიდი იმპერიული ღვაწლი. იმ დროს ათ წლიან პერიოდში განვითარდა სატრანზიტო გზა ირანიდან საქართველოს გავლით ევროპისკენ. ამ ათ წელში საქართველოში სწრაფად დაწინაურდა მრეწველობა და ვაჭრობა. ძმები ზუბალაშვილები ეროვნულ წარმოებასთან ერთად, ირანის გარდა ფართო ვაჭრობას იწყებენ ჩრდილოეთ კავკასიაში, თურქეთში და ინდოეთში. სწორედ ეს ირანული სატრანზიტო გზა ჩაკეტა მოსკოვმა და კულტურასთან და ტაშ-ფანდურთან ერთად ერს ფუნქცია განგვისაზღვრა, რომ ქართველ გლეხებს სამკურნალო ბალახი დაეკრიფათ და რუსეთის ბაზარი მოემარაგებინათ, რასაც შემდგომ დაემატა ქართველი კაცის სიამაყე - ქართული ღვინო რუსეთის ბაზრებზე.
1801 წლიდან კი საქართველოს ყველა უბედურებასთან ერთად, მოსკოვმა ქართულ სახელმწიფოებრიობას მთავარი საყრდენი, ევროპა-აზიის კარიბჭის ფუნქცია გამოაცალა მომდევნო ნაბიჯით - დაიწყო ჩინეთის საზღვრიდან ევროპის საზღვრამდე რუსული რკინიგზის მშენებლობა. საქართველომ საბოლოოდ დაკარგა ისტორიული სახელმწიფო ფუნქცია და ეროვნული მენტალობაც.
როგორ ფიქრობთ ახლა მეგობრებო, ჯერ სახელმწიფო ფუნქცია უნდა აღდგეს, თუ ჯერ ეროვნული მენტალობა? რკინიგზის რელსების და პორტებზე ბეტონის კონსტრუქციების მოწყობით ვერანაირი მთავრობა და ვერანაირი ინვესტორი ვერ აღადგენს აბრეშუმის გზას, სანამ ერი თავის მენტალობას არ დაიბრუნებს.
ჩვენ ძალიან მცირე შანსი გვქონდა პირველი რესპუბლიკის დროს. როცა ჯერ კიდევ ევროპაში საფონდო ბირჟები დახვეწილი არ იყო, სწორედ მაშინ, ინგლისელებს ბათუმში უკვე სავალუტო ბირჟები ჰქონდათ გახსნილი და იზრდებოდა ტვირთბრუნვა. მერე წამოგვადგა თავს მოსკოვიდან ჩიბუხიანი კაცი და მოხდა მოსახდენი.
ვორონცოვების დროს, არტაანიდან გზა უერთდებოდა ყარსს, არზრუმსა და ახალციხეს. როგორც გიორგი ყაზბეგი, ასევე მის შემდგომ ლაზიკაში რუსეთიდან გაგზავნილი მეცნიერი ვეიდენბაუმი თავიანთ მთავრობას არწმუნებდნენ, რომ აღნიშნულ ბათუმ-არდაგანის გზას გააჩნდა უდიდესი საერთაშორისო მნიშვნელობა, რადგანაც ის სპარსეთს ევროპასთან აერთებდა უმოკლესი გზით.
უნდა ვიცოდეთ, რომ თურქეთ-საქართველოს საზღვრიდან, არტაანი-ართვინი-იმერხევის გზაჯვარედინამდე პირდაპირი ხაზით მანძილი 22 კმ-ია. ეს ის საკვანძო ადგილია, სადაც გზაჯვარედინის ქარვასლა ემსახურებოდა აზიიდან მომავალ დიდ ქარავნებს და ასევე საქარავნე გზით უკავშირდებოდა არტანუჯის კარიბჭესაც, რომელიც შემდეგ ტრაპიზონამდე გრძელდებოდა. საბჭოთა საზღვრების დადგენის დროს, მოსკოვური პრიორიტეტი ბაქოს ნავთობინდუსტრიის ინტერესებიდან გამომდინარე, ბათუმის ნავთობბაზას მიენიჭა. ყარსის შეთანხმებით ბათუმი აქეთ დარჩა, ხოლო საქართველოს საბჭოთა საზღვრიდან 22 კილომეტრში კი აბრეშუმის გზის სტრატეგიული გზაჯვარედინი ისტორიებში სადღაც ჩაიკარგა.
სანამ აბრეშუმის გზის მეკარიბჭეობის ეროვნულ მენტალობას არ აღვიდგენთ, აბრეშუმის გზა არ და ვერ აღდგება.
მართალი ნათქვამია, რომ ძეგლები მიწას არ ამძიმებენ. მაგრამ გრიბოედოვის და ვორონცოვის ძეგლების ნაცვლად, ზვიადის და მერაბის ძეგლების ჩანაცვლებით დავიწყებდი ეროვნული ღირსების თამასის გასწორებას.
აკაკი შანიძეს თავის ლექსში აქვს ნათქვამი: “ცალი თვალი პონტოსაკენ, ნუ ვაშორებთ გურგანს ცალსა!
ყური ვუგდოთ გურჯი-ბოღაზს და ნუ ვაღებთ დარიალსა!”
გურგანი - იგულისხმება კასპიის ზღვა.
გურჯი-ბოღაზი - საქართველოს ყელი. თურქული სახელწოდება ხეობისა. გურჯი-ბოღაზზე გადიოდა ერზრუმიდან საქართველოში მომავალი მაგისტრალური გზა.
როდის უნდა დავიჯეროთ მეგობრებო, რომ:
#დარიალისკარიდასაკეტია
#საფონდობირჟაგასახსნელი
ოდესღაც თბილისის ქარვასლებს გრიფონები ამშვენებდნენ.
ზურაბ მაღრაძე
აბრეშუმის გზის ასოციაციის
მმართველი პარტნიორი