ვიცოდეთ რა ხდება
უფრო სწორად, ვიცოდეთ რა მოხდება. ლიეტუვამ და პოლონეთმა ჩაკეტა საზღვრები ბელორუსთან სატრანზიტო მიმოსვლებისთვის. უკრაინამ გასცა სანქცია რუსეთთან რაიმე ფინანსური გარიგების შესახებ და ამ სანქციის ვადა 50 წელია. მოკლედ აღმოსავლეთ ევროპამ ჩახერგა გზები რუსეთზე გამავალი ჩინური ტვირთებისთვის.
ამას მოყვა კიდევ ერთი სიახლე. აშშ სახელმწიფო მდივანი ტონი ბლინკენი.
28 თებერვალს ჩავა ასტანაში და შეხვდება ყაზახეთის პრეზიდენტს, აგრეთვე ყაზახეთის, ყირგიზეთის, თურქმენეთის, ტაჯიკეთის და უზბეკეთის საგარეო საქმეთა მინისტრებს. შემდეგ, გაემგზავრება ტაშკენტში და ორმხრივ ურთიერთობებს განიხილავს უზბეკეთის ოფიციალურ პირებთან.
1 მარტს კი ბლინკენი ჩავა ნიუ-დელიში, სადაც მიიღებს მონაწილეობას G20-ს საგარეო საქმეთა მინისტრების სამიტში.
ამასობაში 21 თებერვალს სომხეთში ევროკავშირის მისიის შტაბ-ბინა ოფიციალურად გაიხსნა ეღეგნაძორში.
თებერვალში გახდა საქართველო TRACECA-ს თავმჯდომარე ქვეყანა.
ადრე გითხარით, რომ საქართველოსკენ დიდი ქარავნები დაიძვრებოდა. გეოპოლიტიკა ჯერ წრეს გვირტყამს გარშემო ქართველებს. ბოლოს ყველა აქ მოიყრის თავს.
დაელოდეთ, ცოტა დარჩა!
ზურაბ მაღრაძე
აბრეშუმის გზის ასოციაციის
მმართველი პარტნიორი