საზოგადოებამ გასცა კითხვებს პასუხები - ზურაბ მაღრაძის საავტორო ბლოგი
გვჭირდება თუ არა კანონი “უცხოური გავლენის აგენტების” შესახებ დაფინანსებების გამჭვირვალობის მიზნით?
- საერთაშირისი დონორები ისეც თხოვენ ბენეფიციარებს აწარმოონ ღია ანგარიშები განხორციელებული პროექტების შესახებ. ისედაც გამჭვირვალეა პროექტები.
ჩანან თუ არა საჯაროდ საერთაშორისო დონორები კონკრეტული პროექტების უკან?
- უცხოეთის ფინანსური მხარდაჭერით დაბეჭდილ ნებისმიერ საინფორმაციო ბუკლეტზე მითითებულია დონორი ორგანიზაციის მონაცემები.
საჯაროა თუ არა ინფორმაცია უცხოეთიდან დაფინანსებული თანხების შესახებ?
- ყველა საერთაშორისო ინსტიტუტი ყოველწლიურად აქვეყნებს ინფორმაციას დაფინანსებული პროექტების მოცულობების, მათი მიზნობრიობის სფეროების და პროექტის ბენეფიციარების შესახებ.
რა შეიცვლება ამ კანონის მიღებით?
- ერთი ნაბიჯი რჩება აკრძალულ წიგნებამდე.
რა ინტერესი აქვს დასავლეთს ამ პროექტებით?
- მიიღოს ცივილიზებული საზოგადოება საქართველოში. როცა ქვეყანა მიაღწევს ცივილიზებულ დონეს, ღია და თავისუფალ საზოგადოებას, თავისუფალ საბაზრო ეკონომიკას, სახელმწიფოსგან დამოუკიდებელ საფონდო ბირჟებს, სადაც ადამიანები საკუთარი კაპიტალით შეძლებენ სამოქალაქო და ბიზნეს პროექტების დაფინანსებას, ამის შემდეგ საქართველო დაიწყებს სხვა ქვეყნისთვის იგივე დახმარების აღმოჩენას, რასაც ახლა ამერიკელი გადასახადის გადამხდელები აკეთებენ საქართველოსთვის.
რატომ გააკეთებს საქართველო ამას?
- იმიტომ, რომ რეგიონში იყოს წესრიგი. და ეს ყველას ინტერესშია.
დაიხევს თუ არა სამოქალაქო საზოგადოება უკან?
- სამოქალაქო საზოგადოება არ ცნობს ჩაკეტილობას. მისი უკან დახევის ტერმინი ბუნებაში არ არსებობს.
რა შემთხვევაში დათანხმდებოდა სამოქალაქო საზოგადოება კანონის მიღებას?
- თუ კანონში უცხოური გავლენის აგენტად განისაზღვრებოდა პირი, რომელიც ოკუპანტი ქვეყნის ან მასთან დაკავშირებული დონორისგან მიიღებს დაფინანსებას.
დაიხევს თუ არა დასავლეთი უკან?
- აღმოსავლეთი ევროპისთვის საქართველო არის კვანძი სახელმწიფო, ევროპისთვის საქართველო არის სამხრეთის ჩამკეტი კარიბჭე. აშშ-მ ცენტრალურ აზიაში უკვე დაიწყო სტრატეგიული პარტნიორობა.
ამერიკას რომ აქვს მსგავსი კანონი?
- ამერიკამ ასეთი კანონი მიიღო 1938 წელს ფაშიზმის და კომუნიზმის წინააღმდეგ.
ჩვენ ვის წინააღმდეგ ვღებულობთ კანონს? - ახლა თქვენ უპასუხეთ ამ კითხვას.