აბრეშუმის გზა
9 აპრილის შემდეგ ეროვნული მოძრაობა გახდა მეორე ხელისუფლება
9 აპრილის შემდეგ ეროვნული მოძრაობა გახდა მეორე ხელისუფლება.

რეალურად ორხელისუფლებიანობა დამყარდა ქვეყანაში.

ხალხი ეროვნულ მოძრაობას ენდობოდა, ზვიადთან მიდიოდნენ თავისი პრობლემებით და იღებდნენ პასუხებს. კომუნისტურ რეჟიმს ძალაუფლების შენარჩუნების ერთი შანსიც არ ჰქონდა.

პირველი რაც გააკეთა ხალხით მხარდაჭერილმა ეროვნულმა მოძრაობამ აიძულა კომუნისტები საარჩევნო სისტემის შეცვლა და პირწმინდად მოუგო არჩევნები.

მოიგო უმთავრესი, სსრკ-ს შენარჩუნების საპირწონე რეფერენდუმი პირველი რესპუბლიკის დამოუკიდებლობის აქტის აღდგენის შესახებ გაგანია სსრკ-ს დროს.
33 წლის წინ 31 მარტის რეფერენდუმი იყო საბჭოთა იმპერიის სასიკვდილო განაჩენი.
ეროვნულ მოძრაობას არჩევნების დღემდე ჰქონდა არჩევნები მოგებული, იმიტომ რომ ხალხი ენდობოდა ეროვნულ მოძრაობას.
ზვიადის დამხობის შემდეგ კი დამკვიდრდა ხელისუფლების დამხობის პრაქტიკა.
პირველად მოხდა ხელისუფლების არჩევნებით მშვიდობიანი გადაბარება 2012 წელს.

ამ ფაქტის შემდეგ საქართველო გადავიდა დემოკრატიულ განზომილებაში და ოპოზიციას უნდა ემოქმედა დემოკრატიული სამართლებრივი მეთოდებით.
ზუსტად ისევე როგორც მოქმედებდა ეროვნული მოძრაობა. უნდა მოეპოვებინა ხალხის ნდობა და ძალიან სწრაფადვე შეძლებდა მეოცნებე რეჟიმის დამარცხებას, მაგრამ ამის ნაცვლად ოპოზიციამ გააკეთა ყველაფერი ხალხის ნდობა რომ არ ჰქონოდა.
უფრო უარესიც, დაქუცმაცდა, დაიყო ცალკე პარტიებად, და მთელი ოპოზიციური რიტორიკა დაიყვანა ბიძინას გინებაზე.
რაზე ესაუბრებოდა ზვიადი ხალხს?

ეროვნულ იდეებზე, ერის სულიერ მისიაზე, საქართველოს უდიდეს პერსპექტივაზე.

როგორ ფიქრობთ?

გორბაჩოვის დედის გინებით რომ ყოფილიყო ზვიადი დაკავებული რამეს მიაღწევდა?
ჰოდა დღევანდელი ოპოზიცია რაზე ესაუბრება ხალხს? ბიძინა და ქოცებო თქვენი დედაცო ხომ?
საქართველოზე რასა უბნონს ოპოზიცია?
ევროპა გვინდა და წავალთ ვაშინგტონში ვუჩივლებთ ბიძინასო?
ჩვენ არ შეგვიძლია, ვერ მოვერევით და უნდა ვთხოვოთ დასავლეთს ბიძინა დასაჯოსო.. ხომ?
ზვიადს დასავლეთთან სასაჩივროც რომ არ ჰქონდა ეს თუ გახსოვთ?
დასავლეთს, ბუშს სულაც არ უნდოდათ სსრკ-ს სიკვდილი.

დღეს კარდინალურად სხვა სიტუაციაა. ევროპა გვეპყრობა ისე როგორც დემოკრატიულ ქვეყანას სადაც მოხდა არჩევნებით ხელისუფლების შეცვლა. გვეუბნება 12 პუნქტი შეასრულეთო.
რამე იცით ამ 12 პუნქტის შესახებ?
რას გვიყვება ამაზე ოპოზიცია?
ოპოზიციამ რომელი კანონპროექტი შეიტანა ამ პუნქტების შესასრულებლად და რეფორმების გასატარებლად?
თუნდაც ერთი რომელიმე მითხარით, იქნება გამომრჩა.
კი ოპოზიციის მიერ შეტანილ კანონებს ოცნება დაბლოკავდა ნამდვილად, მაგრამ ამ კანონებზე მსჯელობა და განხილვა ტელევიზიებში საგრძნობლად გაზრდიდა ოპოზიციის მიმართ ხალხის, ამომრჩევლის ნდობას.
რაც უფრო კარგი წინადადებები ექნებოდა ოპოზიციას ხალხის ცხოვრების გასაუმჯობესებლად და ეროვნული ინტერესების დასაცავად მით მეტი მხარდაჭერა და ნდობა ექნებოდა ხალხის მხრიდან და არჩევნებს აპრიორი მოიგებდა ისე რომ კაციშვილი ვერ გაბედავდა გაყალბებას.
ამის ნაცვლად მთელი ეს 11 წელი ოპოზიცია იქცევა როგორც ცუდი მოწაფე რომელსაც სასწავლი აქვს საგანი, გამოცდა აქვს ჩასაბარებელი და ამის ნაცვლად ყვირის მასწავლებელს არ ვუყვარვარ, ამოჩემებული ვყავარ და მაინც ორიანს დამიწერსო, გულჩვილი ბებია და დედიკო კი თავზე ხელს უსვამენ მართალი ხარ შვილო გჩაგრავს ეს ოხერი მასწავლებელიო.
თუმცა ეს მაგალითი ამ სიტუაციის ახსნის საუკეთესო, რბილი ვარიანტია.
ოღონდ ბევრად უარესად გვაქვს საქმე.

ზვიადის ეროვნული ხელისუფლების დამხობის შემდეგ ქართული პოლიტიკა გახდა "ფულის კეთების ჩარხი". სახელმწიფომ დაამყარა სრული კონტროლი ეკონომიკაზე და ოლიგარქიული კაპიტალი სრულად ბატონობს და აკონტროლებს პოლიტიკას და მედიას.
გრანტები დასავლეთის მხრიდან არის "სუნთქვის" საშუალება, მხოლოდ დახმარება, ქართული საზოგადოება რომ რამენაირად მაინც არ იყოს დამოკიდებული ოლიგარქიის ნებაზე.

ოლიგარქიული ავტოკრატიის დამხობის, დეოლიგარქიზაციის ერთადერთი გზა არის სახელმწიფოსგან დამოუკიდებელი საბაზრო ეკონომიკის დაკანონება. დემოკრატიის ეკონომიკური ფუნდამენტია თავისუფალი ბაზარი, რომელიც არ გვაქვს.
სამართლებრივი ბრძოლა და რეფორმები კი პარლამენტის, პოლიტიკოსების უშუალო ვალდებულებაა.
საბაზრო ეკონომიკის ინტერესი კი ოპოზიციას არ აქვს, ფულის ჩარხთან ახლოს ყოფნა ბევრად მიმზიდველია და ეკონომიკის გათავისუფლების პოლიტიკური ნება უბრალოდ არ არსებობს.

სწორედ ამიტომ ოპოზიცია არ აწარმოებს ბრძოლას სამართლებრივ ჭრილში.
პარლამენტში უნდა იბრძოდეს, კანონპროექტები უნდა დაუპირისპიროს, 12 პუნქტის შესრულებაზე წინადადებები უნდა დადოს.
სტუდენტებმა სრულიად სწორი მესიჯი გამოაცხადეს.

პირველი მოსმენით მიღებული კანონის გაწვევა არ არის სამართლებრივად გამართული.
სწორად მოითხოვეს ვენეციის კომისიიდან ორივე ვარიანტის გამოწვევა და ხმის მიცემით ამ კანონის არ მიღება.
სტუდენტების ფონზე ოპოზიციამ საბოლოოდ დაკარგა თავისი სახე.
სტუდენტები სამართლებრივ ჭრილში განიხილავენ პრობლემას. რასაც ოპოზიცია უნდა აკეთებდეს.
წადით ბიძიკოები სახლებში.

წადით პოლიტიკიდან სანამ დროა.
თორემ როცა კინწისკვრით გაგყრიან მერე გვიანი იქნება.
ოღონდ წასვლის წინ საჯაროდ მოინანიეთ თუ რამე ცოდვა მიგიძღვით ზვიად გამსახურდიას ლიბერალური ეროვნული ხელისუფლების დამხობაში.
ზვიადი იმიტომ დაამხეთ რომ მერე გეყვირათ მე ვარ ქართველი მაშასადამე ევროპელიო?
ზვიადს ეჯინებოდით ქართველობაში? რომელმაც მთელ მსოფლიოს წარუდგინა უზარმაზარი სულიერი მისიის მატარებელი ქართველი ერი?
რომელმაც ხალხთან ერთად დაასამარა წითელი იმპერია?
ზვიადის ჩანაცვლება გინდოდათ?

ნამუსგარეცხილო და სულგაყიდულო პოლიტიკანებო 33 წლის ცხოვრება თქვენ წაგვართვით ქართველ ხალხს, მთელი ეს წლები რუსთაველზე გავატარეთ სანამ თქვენ ფულებს ჭრით "ფულის საჭრელ დაზგაზე" სახელად ქართული პოლიტიკა.
ახლაც რუსთაველზე ვდგავართ.

თქვენი დაზგა კი ახლაც მუშაობს, ერთპროცენტიან ვაშაძეს იმის იმედი აქვს რომ სკამზე დასვამს დასავლეთი?
ბაქრაძე რომ არის აღშფოთებული, ის არ იყო წინასაარჩევნოდ რომ დაგვპირდა ევროპულ ქვეყნებს ვთხოვთ ემიგრანტებს დასაქმების უფლება რომ მოგცეთო?

ევროპაში დასაქმდითო, ის კი არა საკუთარ ქვეყანაში რომ გვქონდეს პატიოსანი შრომით ღირსეული ცხოვრებაო, ევროპაშიო იქ იმუშავეთო. მერე ბიძინამ იგივე არ გვითხრა?

ჰოდა რამე სხვაობას ხედავთ რეჟიმსა და ოპოზიციას შორის?
დემოკრატია ხალხის კარგად და სამართლიანად ცხოვრებას ნიშნავს.
ეს კი შეუძლებელია თავისუფალი ეკონომიკის გარეშე.

შეუძლებელია ეკონომიკურად დამოუკიდებელი საშუალო კლასის გარეშე.
ლიბერალმა ილიამ სამართლებრივად აიძულა იმპერია ლიბერალური რეფორმები, რამაც შექმნა საშუალო კლასი კულაკობა და სწორედ საშუალო კლასმა მოითხოვა პოლიტიკური თავისუფლებები და გაანადგურა ცარიზმის იმპერია.
ლიბერალმა ზვიადმა ლიბერალური იდეებით გააერთიანა ხალხი და მოსპო წითელი იმპერია. არ დააცალეს საბაზრო ეკონომიკის და საშუალო კლასის აღდგენა.

ილიას და ზვიადის სანატრელი ერთიანი ლიბერალ დემოკრატიული ქვეყანა გვჭირდება ქართველ ერს, სჭირდება ევროპას და მთელ ევრაზიულ კონტინენტს აბრეშუმის გზის გეოპოლიტიკურ წესრიგში.
აი მაშინ ნამდვილად ჩვენი თავი ჩვენადვე გვეყუდნება.

თეიმურაზ ზაქრაძე
ჰარმონიული გლობალიზაციის და მართვის ინსტიტუტის ხელმძღვანელი,
აბრეშუმის გზის ასოციაციის დამფუძნებელი პარტნიორი.
| Print |