აბრეშუმის გზა
ორი ელჩი და 300 წელი
კელი დეგნანი:

„შავი ზღვის უსაფრთხოება დღეს უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ოდესმე: არსებობს რეალური შესაძლებლობა, საქართველომ მნიშვნელოვანი როლი ითამაშოს ცენტრალური აზიიისა და ევროპის დაკავშირების კუთხით. ახლა მნიშვნელოვანი დროა, შევხედოთ საქართველოს შესაძლებლობებს და წავახალისოთ საქართველო, დაიწყოს ისეთი მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურის მშენებლობა – გზები, რკინიგზა, ბევრი სხვა ინფრასტრუქტურული პროექტი – რომელიც ახლავე დააკავშირებს ცენტრალურ აზიას ევროპასთან… შეიქმნას კარგი სამუშაო ადგილები, გაფართოვდეს ბაზარი და გაუმჯობესდეს ცხოვრების ხარისხი ყველა ქართველისთვის".

სულხან-საბა ლუდოვიკოს გილანისა და შემახიის პროვინციებიდან, სომეხი ვაჭრების მიერ სპარსული აბრეშუმის საფრანგეთისკენ ტარებას, ხოლო უკანა გზაზე ფრანგული მაუდის გასაღებას საქართველოს გზით თავაზობდა.
,,მოგწყინდა განა უნაყოფოდ ელჩო ყიალი. გულს ნუ გაიტეხ, მუხა კვლავაც შეიმოსება"

ემანუელ მაკრონი:

„გაგონილია ქართველების ერთგულება დემოკრატიული ღირებულებების, პრესისა და გაერთიანების თავისუფლების მიმართ. ევროპისკენ შეტრიალებულმა საქართველომ იცის, რომ შეუძლია საფრანგეთის მეგობრობის იმედი ჰქონდეს“, - ამის შესახებ საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი სოციალურ ქსელში ქართულად წერს, რითაც ეხმაურება ე.წ. აგენტების შესახებ კანონპროექტის ჩაგდებას.
| Print |