აბრეშუმის გზა
არ დაუჯეროთ შავი ბაზრის დემაგოგებს
გლობალური სამყაროს ერთიანი პრინციპი არის სწორედ ეკონომიკების დამოუკიდებლობა სახელმწიფოსგან. გლობალიზაცია არის გლობალური თავისუფალი ბაზრის გაფართოვება. საბაზრო ეკონომიკა არის ინტენსიური ეკონომიკა. საბანკო მონოპოლიის პირობებში გვაქვს ექსტენსიური ეკონომიკა.

მეორე მსოფლიო ომამდე ევროპაში იყო ექსტენსიური ეკონომიკები და სწორედ ამიტომ სჭირდებოდა ევროპას კოლონიების ყოლა, საკუთარი რესურსები ექსტენსიურ ეკონომიკას არ ყოფნის. ეს იყო კიდევაც ომის მთავარი მიზეზი, გერმანიას კოლონიები არ ჰყავდა. ომის შემდეგ ევროპაში მარშალის გეგმით დაინერგა თავისუფალი საბაზრო ეკონომიკები, თავად გერმანიაში პირველ რიგში.

შედეგად ინტენსიურ ეკონომიკაზე გადასული ევროპის ქვეყნების კოლონიალური პოლიტიკა დასრულდა და დღევანდელი ევროპული დემოკრატია სამაგალითოა.
საკუთარი დამოუკიდებლობა სწორედ მაშინ აქვს ერებს, როდესაც ეკონომიკა აქვს დამოუკიდებელი კონკურენციის მკაფიო წესებზე. ეს არის გლობალიზაციის არსი.
მხოლოდ თავისუფალი კონკურენცია არის ერების თავისუფლების და განვითარების გარანტია.

დავით აღმაშენებელმა პირველმა მსოფლიოში მოაშორა სახელმწიფო ეკონომიკას ფეოდალების და ეკლესიის სახით. ვაჭრობის თავისუფლება და კერძო საკუთრების დაცულობა დააკანონა. ასე რომ ლიბერალური რეფორმები გაატარა და ამიტომაც იყო უძლიერესი ქვეყანა. სწორედ დავითის რეფორმები გახდა ინგლისში თავისუფლების დიდი ქარტიის მიღების შთაგონების წყარო. ჯვაროსნებმა აიძულეს ინგლისის მეფეს ქარტიის ხელის მოწერა. თავისუფლების დიდი ქარტია ითვლება დღევანდელი ევროპული კონსტიტუციური სამართალის ფუნდამენტად.

ასე რომ ლიბერალიზმის მშობელი ერი ვართ სულაც. ვაჭრობის თავისუფლების დაკანონება დავითის დროინდელ საქართველოში იყო გეოპოლიტიკური აუცილებლობა და ჩვენი ქვეყნის ვალდებულება. საქართველის როგორც სავაჭრო ჰაბს ევალებოდა ევროპა აზიის ვაჭრობის მშვიდობიანი და მომგებიანი უზრუნველყოფა. ეს ფუნქცია ვერ აიტანდა "ქარავნების ძარცვას". სწორედ ამიტომ შეზღუდა ფეოდალების და ეკლესიის უფლებები დავითმა, ხალხი კი თავისუფალ ეკონომიკაში გამდიდრდა და ქარავნების ძარცვის აზრიც კი არავის მოუვიდოდა.

აბრეშუმის გზის აღდგენა მიმდინარეობს. მოსკოვი უკრაინაში იმიტომ ომობს, რომ აბრეშუმის გზის აღდგენა არ დაუშვას. აბრეშუმის გზის წესრიგი მასკოვიის იმპერიის იურიდიული სიკვდილია. დაიშლება ცალსახად. იგივე გეოპოლიტიკური ვალდებულება გვაკისრია ერს,  როგორც დავითის დროს. ვერ აიტანს ჩვენი ქვეყნის უმთარესი ფუნქცია "ქარავნების", ინვესტორების და ხალხის მძარცველების ბატონობას..

ასე რომ, არ დაუჯეროთ შავი ბაზრის დემაგოგებს. შავი ბაზრის მონობაში ვართ დღეს. იგივე "ფეოდალ ოლიგარქები" და იგივე კორუმპირებული ეკლესია. მოსკოვი შავი ბაზრის ციტადელია, მისი დამარცხება მძლავრი თავისუფალი მსოფლიოს ნომერ პირველი მიზანია და გარდაუვლად დამარცხდება.

არც ერთი პოლიტიკოსი, არც ერთი პოლიტიკური პარტია, რომელიც არ საუბრობს და არ იბრძვის თავისუფალი ბაზრის დაკანონებისთვის, რაც შედის კიდევაც ევროპის რეკომენდირებულ 12 პუნქტში, არ იმსახურებს თქვენს მხარდაჭერას. უგუნურმა პოლიტიკოსებმა უნდა შეიგნონ რომ გეოპოლიტიკურ ვალდებულებებს ვერსად გაექცევიან.


თეიმურაზ ზაქრაძე
ჰარმონიული გლობალიზაციის და მართვის ინსტიტუტის ხელმძღვანელი,
აბრეშუმის გზის ასოციაციის დამფუძნებელი პარტნიორი
| Print |