ნუ გაყიდით!!!
რუს მიგრანტებს ისტორიულად არასოდეს სიკეთე არ მოუტანია ქართველი ერისთვის. პირიქით, ბაგრატიონების ერთადერთი გეოპოლიტიკური საზრუნავი კავკასიონის გადმოსასვლელების ჩაკეტვა იყო, რათა დაეცვათ ქარავნები ძარცვისგან, კერძოდ ჩრდილოეთის მომთაბარე ტომებისგან.
დღეს საქართველოში უძრავი ქონების ყიდვის და ქირის ფასები გაზრდილია. გამალებული ყიდულობენ რუსები საქართველოში მიწებს, კომერციულ და საცხოვრებელ ფართებს. გაითვალისწინეთ, რომ თუ თქვენი ბინის ან ნაკვეთის ფასი გაორმაგებულია დღეს, ათი წლის შემდეგ ეს ფასები იქნება გაათმაგებული. არა იმიტომ, რომ რუსები კიდევ შემოვლენ, არამედ იმიტომ, რომ საქართველოზე გამავალ აზერბაიჯანულ მილსადენებს, ემატება თურქმენეთის და ყაზახეთის ნავთობისა და ბუნებრივი აირის მარაგების ტრანზიტები.
ამავე დროს, ევროკავშირიც, ჩინეთიც, ინდოეთიც და მთელი შუა აზიის და სპარსეთის ყურის ქვეყნები მუშაობენ ტრანს-კასპიური, სამხრეთ-დასავლეთის და ლაპის ლაზულის დერეფნების, ასევე ვიკინგი მარშრუტის ამუშავებაზე. სატრანზიტო არტერიებს ემატება TRACECA-ს, CAREC-ის, GUAM-ის და DCFTA პლატფორმები. ეს ნიშნავს, რომ წლიურად 45 ტრილიონი დოლარის მოცულობის ტვირთბრუნვასთან დაკავშირებული საკითხები საქართველოში გადაწყდება.
ერთადერთი რამ უნდა გააკეთოთ თქვენ. რადგან უძრავ ქონებაზე იჯარის ფასები გაზრდილია, ამიტომ გააქირავეთ თავისუფლად, მაგრამ არც ერთ შემთხვევაში არ გაყიდოთ. სასოფლო მიწა გაყიდეთ იმ შემთხვევაში, თუ თქვენ ვერ იყენებთ მას მცირე ფართობის გამო და ამ დროს, გვერდით ნაკვეთზე, სხვა ქართველ ფერმერი ავითარებს აგრობიზნესს. მას მიყიდეთ თამამად. ის შექმნის მომავალში ეკონომიკას და ეს თქვენთვისაც კარგია. არც ერთ შემთხვევაში, არანაირ ფასად არ მიყიდოთ რუსს თქვენი უძრავი ქონება.
თუ თქვენ მექსიკის საზღვრისკენ გეზი უკვე აღებული გაქვთ, საკუთარი უძრავი ქონება არ გაყიდოთ არც ერთ შემთხვევაში. მხოლოდ გააქირავეთ. თუ თქვენ გაქვთ უკვე გაქირავებული უძრავი ქონება, შეეცადეთ კიდევ შეიძინოთ და ისიც გააქირაოთ, თუნდაც რუსებზე, მაგრამ არ გაყიდოთ.
თქვენ საკუთარ 10,000 დოლარის ღირებულების ნაკვეთში თუ რუსებმა 50,000 დოლარი შემოგთავაზეს, თქვენ უბრალოდ დაზარალდებით, რადგან ევროპის ზოგ ქვეყანაში, ნაკვეთის ერთი კვადრატული მეტრის ფასი 60,000 ევროს აღწევს.
ამას არავინ გეტყვით. ტრეიდერობა კი დიდი ფული ღირს. სხვა დანარჩენ დეტალებს ვეღარ გაგიზიარებთ.
ზურაბ მაღრაძე
აბრეშუმის გზის ასოციაციის
მმართველი პარტნიორი