აბრეშუმის გზა
საუბარი იტალიელთან
შეხვედრა საღამოს, სუფრასთან შედგა. მისალმების და გაცნობის შემდეგ, იტალიელი ბიზნესმენი მეუბნება:
- დაუსწრებლად გავიგე, რომ აბრეშუმის გზას იკვლევ. საინტერესოა ძალიან. საიდან დავიწყოთ საუბარი?

ჩვენ დიალოგს მეგობარი თარგმნიდა. მე პირისპირ შევხედე, შემდეგ ღვინო ჩამოვასხი და დავიწყე:

- იტალიაში, ქალაქ ტოვენას ძველი სასაფლაოს შესასვლელში, მარჯვენა მხარეს ერთი საძვალეა. ზედ ასეთი რამ აწერია: შეჩერდი იტალიელო, აქ განისვენებს ქართველი, რომელმაც შენ თავისუფალი იტალია გაჩუქა.

მცირე პაუზა ავიღე და საუბარი გავაგრძელე.

- მე იმ ქალაქიდან გახლავართ, სადაც რომის კათოლიკური ეკლესიის აბატი, თეოლოგიის დოქტორი მიხეილ თამარაშვილი დაიბადა. მან ერთ-ერთმა პირველმა აზიარა ევროპელი მკითხველი საქართველოს ისტორიასა და კულტურას. იგი იტალიელი ბავშვის სიცოცხლის გადარჩენას შეეწირა და ეს სანტა-მარინელაში მოხდა. საქმე ისაა, რომ პანსიონში დიდხანს იყო დაკრძალული მიხეილ თამარათი, რომლის ხარჯები 50 წლით იტალიელს გადაუხდია და ჩვენ დღესაც არ ვიცით, ვინ იყოს ის იტალიელი.

სათქმელი დავასრულე, ჭიქა ავიღე და ხმას ავუწიე - Viva l'Italia e la Georgia. ერთი გამომხედა, თითქოს ესიამოვნა, თითქოს გაუკვირდა, თითქოს მიმიხვდა სათქმელს. მე ხომ იტალიელის და ქართველის ამაგი თანაბრად დავუდე წინ. მერე იკითხა, როგორ იქნება ქართულად Viva l'Italia e la Georgia. უთარგმნა მეგობარმა - გაუმარჯოს იტალიას და საქართველოს. გაიმეორა, ღვინო მიირთვა და აბრეშუმის გზა სუფრის აკადემიად იქცა.
იტალიელი: მინდა ღრმაწყლოვან პორტზე მოგახსენო, რომ ის გადამწყვეტია, ის ყველაფერია.
მე: ვისთვის და რისთვის არის ყველაფერი?
- საქართველოს აბრეშუმის გზისთვის.
- ნება მომეცით, არ დაგეთანხმოთ;
- რატომ?
- რკინიგზა, რომელიც პეკინს საქართველოს გავლით ლონდონს აკავშირებს, ჩრდილოეთ იტალიას კვეთს.
ასეთ პასუხს თითქოს არ ელოდებოდა, თითქოს არც იცოდა ან არ იმჩნევდა რომ იცოდა.

- მესმის რომ რკინიგზაც აუცილებელია, მაგრამ პორტი ეს უდიდესი რამეა, გაიმეორა კვლავ.
- ტრანს-ადრიატიკული მილსადენი აზერბაიჯანის, საქართველოს, თურქეთის, საბერძნეთისა და ალბანეთის გავლით ახორციელებს ბუნებრივი აირის ტრანსპორტირებას სამხრეთ იტალიაში.
ამ ბოლო წინადადებაზე კიდევ უფრო დაფიქრდა. შემდეგ მიხეილ თამარათის და ჩემი ქალაქის ამბავი მკითხა. ახალციხის ციხის ფოტოები ვაჩვენე. არ ელოდებოდა ამხელა არქიტექტურულ კომპლექსს. შემდეგ თქვა, რომ მეუღლე ისტორიკოსი ყავს და ზაფხულში მასთან ერთად ესტუმრება ჯერ სამცხეს, შემდეგ ჯავახეთს…

საუბრის თემა ისევ რკინიგზის ირგვლივ გაგრძელდა. იტალიელმა, რომელიც ლოგისტიკური კომპანიის აქციონერია, შემდეგი კითხვა დამისვა:

- რატომ ფიქრობ, რომ რკინიგზა საქართველოსთვის უფრო მომგებიანია.
ჩემი პასუხი ორგვარი იყო:

პირველი - სულ რომ გენუის პორტი ავწიოთ ახლა და ანაკლიაში ჩავსვათ, ვერ იმუშავებს, რადგან ბაქოდან ბათუმამდე თანამედროვე რკინიგზა არ გვაქვს;

მეორე - ევროკავშირმა 2021 და 2022 წლები რკინიგზის წლად გამოაცხადა, როგორც ყველაზე სწრაფი და უსაფრთხო ტრანსპორტი საერთაშორისო გადაზიდვებში. ასევე რკინიგზა ევროკავშირმა აღიარა, როგორც ნეიტრალური კლიმატის ტრანსპორტის სახეობა, გლობალური კლიმატური გამოწვევებისა გამო. ასე რომ სარკინიგზო გადაზიდვები, არათუ საქართველოსთვის, არამედ იტალიისთვისაც ასევე მიმზიდველია.

იტალიელმა კიდევ ერთი კითხვა დასვა:
- რატომ არ არის თანამედროვე რკინიგზა საქართველოში და რა უშლის ხელს საქართველოს სატრანზიტო პოტენციალს?
პასუხი:

- ჩვენ ჯერ კიდევ არა გვაქვს თავისუფალი საფონდო ბირჟა, სადაც სატრანზიტო ინვესტიციებისთვის კაპიტალის ბაზარი გაიხსნებოდა. ასევე არ გაგვაჩნია სასაქონლო და სპეციალიზებული ბირჟები, რომ ლოგისტიკური სივრცეები ფინანსურად გამართლებულ სინქრონში მოექცეს სატრანზიტო არტერიებს.

ამ პასუხზე დაფიქრდა იტალიელი. ჩვენი სათანადო კვალიფიკაცია გულახდილად აღიარა. დამპირდა, საქართველოსთან მუშაობას არ შეწყვეტდა.

დამშვიდობებამდე კიდევ ერთი რამ მკითხა:
- შენი აზრით, რა არის ყველაზე დიდი საიდუმლოება იტალიასა და საქართველოს შორის, დიდ აბრეშუმის გზაზე?
პასუხი:

- პომპეუსი როცა კავკასიისკენ დაიძრა, მას საქართველოს ოკუპაცია არ მოუხდენია. მასსა და ქართლის მეფე არტაგს შორის მოკავშირეობის ხელშეკრულება დაიდო. მას შემდეგ იტალიიდან და ჩინეთიდან წამოსული ქარავნები, ერთმანეთს მცხეთაში ხვდებოდნენ. ვიდრე თბილისიდან რომში დაბრუნდებით, შეგიძლიათ მცხეთაში თავად იხილოთ პომპეუსის უძველესი ხიდი. შემდეგ როცა რომში დაბრუნდებით, ფარსმან ქველის ქანდაკების ისტორიაც მოიკითხეთ. იქ უფრო მეტ საიდუმლოებას აღმოაჩენთ და თქვენი კომპანია, გენუელ პარტნიორებთან ერთად, ბევრად დიდ ფინანსურ შედეგებზე გავა. და ეს ყველაფერი სწორედ საქართველოსთან იქნება დაკავშირებული…

ამ ზაფხულს შემდეგი შეხვედრა შედგება.

ზურაბ მაღრაძე
აბრეშუმის გზის ასოციაციის
მმართველი პარტნიორი
Facebook Twitter
ამინდი
ახალციხე 8 °C
img
ახალქალაქი 5 °C
img
ასპინძა 8 °C
img
ადიგენი 14 °C
img
ბორჯომი 12 °C
img
თბილისი 15 °C
img
აბასთუმანი 8 °C
img
ბაკურიანი 7 °C
img
ნინოწმინდა 5 °C
img
ვალუტა
AMD
AMD
1000
6.7967
EUR
EUR
1
2.8453
RUB
RUB
100
2.8623
TRY
TRY
1
0.0819
USD
USD
1
2.6711
კალენდარი
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.
The views, opinions and statements expressed by the author/authors and those providing comments are theirs only and do not necessarily reflect the position of the Foundation or the Center. Therefore, the Open Society Georgia Foundation and Georgian Center for Strategy and Development are not responsible for the content of the information material.

https://kareasbetbedavabonus.comhttps://dizimat.prohttps://gobahisguncelgiris.comhttps://kareasbetsikayet.comhttps://mainealpacafarms.comhttps://siyahbayrakaynaamir.comboomcrystaltoys.comizmir escortizmir escortistanbul escortistanbul escortdeneme bonusu veren sitelerbetparkbetistmarsbahishttps://tarifebilir.comhttps://1kareasbetcasino.comhttps://aspercasinogirisi.orghttps://betbossgirisadresi.comhttps://diziworld.prohttps://forumbahis2.prohttps://guncelcasinositeleri.comhttps://guvenilirpokersiteleri.orghttps://kareasbetuyelik.comBetturkeyMatadorbetbetforward-shart.com1xbet-1xir.comdeneme bonusu veren sitelerdeneme bonusu veren sitelercasibom girişDeneme BonusuBets10 Girişcasibom girişcasibom girişEntrümpelung firmacasibommedyamuhabiri.combetturkeybetturkeybetturkey girişbetturkeybetturkey girişstarzbetstarzbet girişstarzbetstarzbet girişxslotxslot girişxslot güncel girişxslot yeni giriş hacklink al duşakabin fiyatları fethiye escort bayan escort - vip elit escort dizi film izle erotik film izle duşakabin hack forum casibom marsbahis marsbahisgirtr marsbahis matadorbet casibom casibom girişcasibomyouwincasibombettiltbahsegelbetorspinbayspin girişbaywin girişcasibom girişsafirbettümbetpusulabetbetkanyontürk ifşalargrandbettingkalebet7slotsdinamobetcasibomparibahistümbetjojobetbetinedinamobetkavbetBettiltsüperbahis girişhttps://www.elektronikesigaram.com/iqos-ilumaiqosiqos1xbetbetparksuperbetinvozol 12000timeisworth.comCasibom GirişvbetSahabetaviatorbetebet girişvegasslot girişcasibomcasibomhttps://iainfmpapua.ac.id/wp-content/languages/-/marsbahisimajbetmatbetjojobetholiganbetsekabetonwinsahabetmatadorbetgrandpashabetnakitbahispiabellacasinomeritkingdumanbetparibahisdinamobetgalabetimajbetjojobetjojobetmatbetdinamobetcasibommobilbahisjojobetcasibomtrend topic satın alcasibomBetofficePusulabetvbetFestwin Girişmostbetbetmoongalabethiltonbetparibahisbetturkeybetnanomavibetgoldenbahiselektronik sigarasigara shopbetkanyon girişbahsegeltümbetbetwoonvevobahisbetparksuperbetinvbetvbetgoldenbahisbetturkeybetturkeybetcupbetcupbahigobahigobetnanoasyabahismavibetjojobetlunabetcasibomjojobetinstagram close accountinstagram close accountsekabetmariobetholiganbetholiganbettrbetcasibomvdcasinoholiganbetqueenbettempobettümbetbettiltbaywinpusulabetmeritkingjojobetnakitbahisholiganbetsekabetkralbetvds kiralamariobetholiganbet girişcasibombetebetsekabetholiganbetjojobetdinamobetdinamobetbetkanyoncasibombahiscom