აბრეშუმის გზა
თავისუფალი მედია
ვინმე იტყვის, რომ ქვეყანაში მედია თავისუფალიაო, ვისაც რა უნდა იმას საუბრობსო. სინამდვილეში ეს ასე არ არის.

მედია რომ თავისუფალი იყოს, ევროკავშირი 12 პუნქტიან გეგმას და მედიის გათავისუფლებას არ მოგვთხოვდა და კანდიდატის სტატუსიც გვექნებოდა.

საქმე ისაა, რომ საქართველოში ტელევიზიების რეიტინგები საზოგადოებაში გამოკითხვებით დგინდება და შემდეგ ესა თუ ის ტელევიზია გამოკითხვების შედეგებს “აპიარებს.”

სინამდვილეში ტელევიზიის რეიტინგი დგინდება საფონდო ბირჟაზე მისი აქციების ფასით. რაც უფრო მაღალია ტელეკომპანიის რეიტინგი, მით მეტი მოთხოვნაა ასეთი კომპანიის აქციებზე და შესაბამისად ბირჟაზე მისი ერთი აქციის ფასიც მაღალია.

საქართველოში სახელმწიფოსგან დამოუკიდებელი საფონდო ბირჟა არა გვაქვს. შესაბამისად არც მედია გვაქვს თავისუფალი და ვერც სასამართლო ვერ გვექნება დამოუკიდებელი.

დამოუკიდებელ ბირჟაზე ნებისმიერი კომპანიის აქციების შეძენა უნდა შეეძლოთ საქართველოს მოქალაქეებს და ისინი კომპანიების, მათ შორის მედია კომპანიების მოგებიდან დივიდენდებსაც უნდა იღებდნენ.

ეს ნიშნავს, რომ რომელ ტელეკომპანიასაც ექნება შინაარსობრივად დახვეწილი და ტექნოლოგიურად გამართული პროგრამები, ანუ რომელი კომპანიაც შეძლებს ნიჭიერი ადამიანებისგან გუნდის შეკვრას, რაც ნიჭიერი ადამიანებისთვის შესაძლებლობების გახსნაც იქნებოდა და შესაბამისად საზოგადოებას შესთავაზებდნენ ბევრად დახვეწილ სატელევიზიო გადაცემებს, ადამიანები სწორედ ასეთ ინსტიტუციებში განათავსებდნენ საკუთარ მცირე ინვესტიციებს. რითაც დადგინდებოდა ტელევიზიების სამართლიანი რეიტინგიც. მედია ბაზარზე კი შეიქმნებოდა სამართლიანი თამაშის წესები.

ამით უხარისხო და მდარე გადაცემები შეიკვეცებოდა და საზოგადოებას ექნებოდა ხარისხიანი, სამართლიანი, კონკურენტუნარიანი, ობიექტური, საინტერესო, საკმარი და თავისუფალი მედია გარემო.

თავისუფალი მედია კი ლაკმუსი იქნებოდა დამოუკიდებელი სასამართლოს და ასევე, სახელისუფლებო შტოებს შორის ბალანსის შექმნისა. ამის შემდეგ მივიღებდით საბაზრო ეკონომიკას, სადაც ადამიანები შრომის ღირსეულ ანაზღაურებას მიიღებდნენ ყველა სფეროში. სწორედ ამისთვის არის საჭირო ლიბერალური წესრიგი ქვეყანაში.

ასეთი წესრიგი ეხება რადიო კომპანიასაც, ბეჭდურ მედიასაც, რკინიგზასაც და ჩაის ინდუსტრიის განვითარებასაც. საქართველოს მოქალაქეები უნდა იყვნენ მათი აქციონერები.

თუ ვინმე გეტყვით, რომ სახელმწიფოსგან დამოუკიდებელი ბირჟების გარეშე მედიის თავისუფლებას ან სასამართლოს დამოუკიდებლობას მივაღწევთო, იცოდეთ, რომ ეს კრემლის ჭინთვებია.

ზურაბ მაღრაძე
აბრეშუმის გზის ასოციაციის
მმართველი პარტნიორი
| Print |