აბრეშუმის გზა
“მე თქვენ არ მიცნობთ”
“მე თქვენ არ მიცნობთ”

ეს სიტყვები ვატიკანის ხელნაწერებშია დაცული და ის სულხან-საბას ეკუთვნის.

რა თქმა უნდა არ იცნობდნენ, არ გვიცნობდნენ… მაგრამ ახლა გვიცნობენ.

გვიცნობენ, რადგან ევროკავშირის დებულების პირველი დოკუმენტი მიხეილ მუსხელიშვილმა შექმნა...

გვიცნობენ, რადგან ივანე ჯავახიშვილი ერთა ლიგას ევფრატიდან გურგანამდე ისტორიას უყვებოდა…

გვიცნობენ, რადგან ამბროსი ხელაია გენუის კონფერენციას აზანზარებდა…

გვიცნობენ, რადგან დედამიწა “ფორსა კვარას” გაიძახის…

დიახ, გვიცნობენ…

და რომ გვიცნობენ, მაგიტომაც ჩამოდიან ყოველკვირა ევროპელი დიპლომატები თბილისში.

მაგრამ, ჩვენ ხან ჩრდილოეთიდან ამოგვდის მზე და ხან მის ჩრდილში ვხრავთ და ვაწამებთ საქართველოს.

არაფერი გამოვიდა ლუდივიკოსთან, რადგან არ გვიცნობდნენ. ახლა 27 ლუდოვიკო თავად მოდის ჩვენთან, მაგრამ ჩვენ ნაკლებად ვცნობთ მათ და თან სამუშაოდ მათთან გავრბივართ.

არა უშავს. ექვს წელიწადში ლუდოვიკო შავი ზღვის მწვანე სადენს ჩააბამს საქართველოს. მერე ნახავთ, რამდენი სახელმწიფო მოექცევა საქართველოს ჩრდილ ქვეშ.

ზურაბ მაღრაძე
აბრეშუმის გზის ასოციაციის
მმართველი პარტნიორი
| Print |