აბრეშუმის გზა
დეხეჰია
2010 წლის მარტში ეგვიპტეში საქართველოს კულტურის დღეები გაიმართა. 2011 წელს კი ეგვიპტის კულტურის დღეები გაიმართა საქართველოში. 2011-2013 წლებში საქართველოში 5950-მა ეგვიპტელმა იმოგზაურა. მათგან 643-ს ჰქონდა მინიჭებული საქართველოში დროებითი რეზიდენტობა, 12-ს კი მუდმივი რეზიდენტობა.

ეგვიპტის ელჩმა ტარეკ მაატმა 2016 წელს განაცხადა: ეგვიპტეს შეუძლია გამოიყენოს საქართველო იმისთვის, რომ სხვა ქვეყნის ბაზრებზეც გავიდეს. მისი თქმით, აღნიშნულის შესახებ დავალება ეგვიპტის პრეზიდენტისგანაც მიიღო.
ახლა ძალიან უკან და ძალიან შორს წავიდეთ.
რაჭაში, ონის რაიონში, მდინარე რიონის (ფაზისის) ხეობაში მრავალფენიანი არქეოლოგიური ძეგლი - ბრილი მდებარეობს. ბრილის სამაროვანზე აშკარად ფიქსირდება ძალიან დიდი რაოდენობით ეგვიპტური ნაკეთობანი, რომლის მსგავსი სხვაგან არსად იწარმოებოდა. 1961 წელს გათხრილ სამარხში აღმოჩნდა ძალიან დიდი რაოდენობით განძი, რომლის წონა იყო 12 კგ. ეს მხოლოდ ერთ სამარხში, ხოლო ასეთი სამარხები კიდევ ბევრი იყო. სამარხებში აღმოჩნდა ეგვიპტური სკარაბეები, რომლებზეც ეგვიპტური იეროგლიფებია გამოხატული. აღმოჩენილი სკარაბეები ძალიან ჰგავს ფარაონ სესოსტრისის სკარებეებს.

მიკვლეულია ძვ.წ. XIV საუკუნის ეგვიპტური პაპირუსი, რომელშიც აღწერილია, რომ ეგვიპტეში სპილენძი არ არის და მადანი შემოაქვთ სირიიდან, აპენინებიდან და რეჩენადან (რაჭიდან).

ეგვიპტეში მზის კულტის მთავარი ცენტრი გახლდათ ქალაქი, რომელსაც ბერძნები "ჰელიოპოლისს" (ბერძ. ჰელიოს - მზე, პოლის - ქალაქი) ეძახდნენ, ხოლო ეგვიპტურად ამ ქალაქს ზუსტად ასე ერქვა - "ონი". აღსანიშნავია, რომ ონის მახლობლად, რიონის ერთ-ერთ შენაკადს "ხაკაურა" ეწოდება, რაც სესოსტრისის ეგვიპტურ სახელს ზუსტად იმეორებს.

კალიფორნიის უნივერსიტეტის პროფესორი ვიაჩესლავ ივანოვი მივიდა დასკვნამდე, რომ ძველი წელთაღრიცხვის IV ათასწლეულში ეგვიპტეში მოვიდნენ პროტოქართველები და თან მოიტანეს კულტურისა და სახელმწიფოებრიობის საფუძვლები.

ძველ ეგვიპტეში დიდი ხნის განმავლობაში გამარჯვებული მეომარი მტერს მარჯვენას აჭრიდა, რომ შედეგ მასში ანაზღაურება მიეღო, რასაც "სიმამაცის ოქრო" ეწოდებოდა. ესეც ეგვიპტური ალუდა ქეთელაური.

შვეიცარიის გენეალოგიის ცენტრის - iGENEA -ს დირექტორი რომან შოლცი ამბობს: "მიმაჩნია, რომ ეგვიპტის ფარაონები და ევროპელების წინაპრები კავკასიაში დაახლოებით 9500 წლის წინ (ძვ.წ. 75-ე საუკუნეში) ცხოვრობდნენ. დაახლოებით 7000 წლის წინ კი მათი პირდაპირი წინაპრები ევროპაში დასახლდნენ. ნაწილი კი ეგვიპტეში წავიდა და შემდგომში ფარაონებიც გახდნენ."

კიდევ ერთი გერმანელი მეცნიერი კურტ პოლიკარპ იოახიმ შპრენგელი (1766-1833) წერს: "ეგვიპტელთა კულტურაზე უდაოდ დიდი ზეგავლენა მოახდინა კოლხთა და ფინიკიელთა კულტურამ. მათ კოლხეთიდან აქვთ გადმოღებული მიწათმოქმედებისა და წამალთმცოდნეობის ხელოვნება. ეგვიპტელებმა კოლხებისა და ფინიკიელებისგან, მოგვიანებით კი ბერძნებისგან გადაიღეს ღვთაებები. ძველ ეგვიპტელთა ღვთაებები თითქმის ერთიანად კოლხური წარმომავლობისანი არიან”.

ახლა კოლხებისკენ გადავინაცვლოთ და ბერძენი მეცნიერის კაფანტარისის ნათქვამიც გავიაზროთ:

“კოლხები, რომელნიც მაშინ კრეტაზე სახლობდნენ, შეუძლიათ არა მხოლოდ იოცნებონ, არამედ გაითავისონ ის, რომ ისინი ბატონობდნენ ხმელთა შუა ზღვაზე და იყვნენ იმდროინდელი მსოფლიოს ჰეგემონები”
.

არც ის დაგვავიწყდეს, რომ რომის ცენტრალურ მოედანზე ქართველი მეფის ქანდაკება იდგა.

აქ შევჩერდეთ ახლა და ეს ყველაფერი დღევანდელობაში გადმოვიტანოთ. ჩვენ წინ გვიდევს ეგვიპტელი დიპლომატის 2016 წელს ნათქვამი, რომ ეგვიპტელების მიზანია საქართველოს გზით სხვა ქვეყნების ბაზრებზე გასვლა. მანამდე 2011 წელს კიდევ რაღაც მოხდა. ინდოეთში, აზიის ყველაზე დიდი ბიბლიოთეკის გახსნის დროს, აშშ სახელმწიფო მდივანმა ჰილარი კლინტონმა მხარი დაუჭირა რკინის აბრეშუმის გზას. იმავე წელს ბარაკ ობამას ლიბერალური ადმინისტრაციის პირობებში, ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზა დასახელდა მსოფლიოს ას გლობალურ პროექტს შორის.

ანტიკურ ხანაში ალექსანდრია ცნობილი იყო მისი შუქურით (მსოფლიოს შვიდ საოცრებათა შორის) და მსოფლიოში უდიდესი ბიბლიოთეკით. ჰილარი კლინტონმა კი შემთხვევით არ დაუჭირა მხარი რკინის აბრეშუმის გზას, სწორედ აზიის ყველაზე დიდი ბიბლიოთეკის გახსნის დროს.

მოკლედ, ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზის მეშვეობით საქართველო პირდაპირ უკავშირდება საბერძნეთს და იტალიას.

ამავე დროს, ახალქალაქის რკინიგზის სადგური ყარსის გავლით დაკავშირებულია თურქეთის სამხრეთით მერსინის პორტთან. იქიდან კი სანაოსნო გზა შედის ეგვიპტის ალექსანდრიისა და დეხეჰიას პორტებში.

ზურაბ მაღრაძე
აბრეშუმის გზის ასოციაციის
მმართველი პარტნიორი
| Print |