ინტერვიუ
,,საშვებს მერია გასცემს, საკოორდინაციო საბჭოსთან შეთანხმებით" - ბესიკ ამირანაშვილი
ქვეყანაში მოქმედი ყველა შეზღუდვის მიზანი მოქალაქეების სიცოცხლის დაცვა და კორონავირუსის გავრცელების პრევენციაა.

ამის შესახებ პრემიერის მრჩეველმა საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხდა.

ავტომობილების გადაადგილება ქვეყანაში 17 აპრილის 12 საათიდან აიკრძალა და დღევანდელი გადაწყვეტილებით 28 აპრილამდე გაგრძელდება.

თუ როგორ მოხდება სპეციალური საშვების გაცემა, რომელი კატეგორიის მოქალაქეები ისარგებლებენ ნებართვით და ვინ გააკონტროლებს საშვების გაცემის პროცესს - დეტალებზე tv9news.ge-ს კითხვებს მხარის გუბერნატორი ბესიკ ამირანაშვილი პასუხობს.

| Print |