ინტერვიუ
წელს გაგვიჭირდება - თოჯინების თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი

 

საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებამ, თოჯინების თეატრს მუშაობის პროცესში მოუსწრო. მსახიობები მარტის შუა რიცხვებში დაგეგმილი პრემიერისთვის ემზადებოდნენ, როცა ორი კვირით ადრე, მუშაობის შეჩერების მითითება მიიღეს. სამი თვეა, თეატრი გაჩერებულია. 20 თანამშრომელი მუშაობის დაწყების ნებართვას ელის. ადმინისტრაციაში ჯერ არ იციან, რა პირობებით მოუწევთ ფუნქციონირება.

სამხატვრო ხელმძღვანელი ვარაუდობს, რომ სავარაუდოდ, ივლისიდან მიიიღებენ რეპეტიციების განახლების უფლებას, სპექტაკლების ჩვენებას კი სექტემბრამდე ვერ დაიწყებენ. ვახტანგ ქორიძის თქმით, თეატრს წელს სამი ახალი სპექტაკლის დადგმა ჰქონდა დაგეგმილი, ის იმედოვნებს, რომ წლის ბოლომდე სამივე პრემიერის ჩვენებას მოასწრებენ.

ახალციხის თოჯინების თეატრის მიერ გამართული სპექტაკლებიდან მიღებული შემოსავალი კომუნალური გადასახადებისთვის იყო განკუთვნილი. სამხატვრო ხელმძღვანელი ამბობს, რომ პანდემიის შედეგი მომავალი წლის ბიუჯეტზეც აისახება.

 


| Print |