ინტერვიუ
,,შეჩერდეს სესხებზე პროცენტის დარიცხვა 2021 წლის ივნისამდე, რომ გადავრჩეთ" - შალვა ალავერდაშვილი
140 მილიონი დოლარი არის ის თანხა, რომელიც სახელმწიფომ ტურიზმის სფეროს სესხებისთვის უნდა დაასუბსიდიროს, - ეს არის აუცილებელი თანხა, რათა გადარჩეს ერთის მხრივ, ტურიზმის სფეროში არსებული ბიზნესი და მეორეს მხრივ, საბანკო სექტორი - აცხადებს სასტუმროებისა და რესტორნების ასოციაციის დამფუძნებელი.

შალვა ალავერდაშვილის პროგნოზით, სასტუმროები 2021 წლის ივნისამდე ამუშავებას ვერ შეძლებენ, რის გამოც პრობლემა შეექმნება საბანკო სექტორსაც. არადა, ამ მიმართულებით 4 მილიარდნახევარ ლარზე მეტი სესხია გაცემული როგორც დიდ, ასევე მცირე და საშუალო ბიზნესისთვის.

| Print |