ინტერვიუ
საჯარო სივრცეებში აუცილებელია რეკომენდაციების დაცვა - ეპიდემიოლოგი
ორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით საჯარო ადგილებში აუცილებელია იმ რეკომენდაციების დაცვა, რომელიც ჯანდაცვის სამინისტროს მიერაა გაცემული. რეკომენდაციების მიხედვით, მნიშვნელოვანია ორ მეტრიანი დისტანციის დაცვა, ფიზიკური კონტაქტისგან თავის შეკავება. სასურველია პირბადის გამოყენებაც.
ეპიდემიოლოგების თქმით, იმისთვის, რომ ინფიცირებულთა რაოდენობის ზრდა თავიდან ავიცილოთ, ზედმიწევნით უნდა დავიცვათ რეკომენდაციები. ამ გზით, ვირუსის გავრცელების მასშტაბებს შევამცირებთ.
ეპიდემიოლოგები მოსახლობას ასევე მოუწოდებენ, რომ დაიცვან ძირითადი ჰიგიენური ნორმები, როგორიცაა ხელების ხშირი და კარგად დაბანა, სპირტის შემცველი ხსნარის გამოყენება. ასევა აუცილებელია მოერიდონ თვალებზე, ცხვირსა და პირზე დაუბანელი ხელით შეხებას. არ გამოიყენონ დაავადებული ადამიანის პირადი ნივთები. ხველისა და ცემინების დროს აიფარონ ერთჯერადი ხელსახოცი ან მოხრილი იდაყვი.



| Print |