ინტერვიუ
200 და 250 ლარიანი ექთანი რომ გყავს ქვეყანაში, რა შედეგს უნდა ველოდოთ - ზურაბ მაღრაძე
ქვეყანაში გამწვავებული ეპიდვითარება და კრიზისი, არათანმიმდევრულმა ნაბიჯებმა განაპირობა - მიაჩნიათ ექსპერტებს. 

,,200 და 250 ლარიანი ექთანი რომ გყავს, ეს შედეგს ვერ მოიტანს. ადამიანები დემოტივირებულები არიან და მოტივაცია, რომც ჰქონდეთ, ფიზიკურად შეუძლებელია, ამ ანაზღაურებით ინფიცირებულებსაც მიხედონ და ოჯახებსაც მიეშველონ" - აცხადებს ბიზნეს ტრენერი.

ზურაბ მაღრაძის აზრით, პრობლემის მოსაგვარებლად საჭიროა მოკლე, საშუალო და გრძელვადიანი ამოცანების დასახვა და შემდეგ მათი თანმიმედვრული შესრულება, რომელიც ქვეყანას სამწუხაროდ, არ გააჩნია. 

უპირველესი კი ის არის, რომ საშუალო და დაბალი იერარქიის მედპერსონალისთვის გარკვეული სუბსიდირების ზრდა მოხდეს, სასწრაფოს გამოძახება ადამიანებს მარტივად უნდა შეეძლოთ.

,,არშემდგარი სახელმწიფო ლიბანი ვაქცინის შესყიდვაზე მუშაობს, საქართველოში კი ჯანდაცვის სისტემა გპასუხობს, რომ ხელები დავიბანოთ"
- აცხადებს ზურაბ მაღრაძე.

| Print |