ინტერვიუ
თითქოს ეს იყოს წერტილოვანი შეზღუდვა, არასწორია - იოსებ არჩვაძე
ექსპერტი ეკონომიკის საკითხებში მეცხრე არხთან განმარტავს, რომ ხელისუფლებამ მაქსიმალურად უნდა შეზღუდოს ინფიცირებულთა რაოდენობა, მაგრამ არა სრული ჩაკეტვის ხარჯზე.

,,მთავრობა ძალზედ მძიმე მდგომარეობაში იმყოფება და დგას ისტორიული პასუხისმგებლობის წინაშე" - აცხადებს იოსებ არჩვაძე.

ექსპერტის შეფასებით, ქვეყანა სირბილის რეჟიმში სიარულს სწავლობს.

,,პრობლემების მთელა წყებაა და გორდიას კვანძის გაჭრა ქირურგიული ჩარევით ვერ მოხდება, რადგან ეს ხაზი მოქალაქეთა ჯანმრთელობასა და ეკონომიკურ კეთილდღეობაზე გადის" - განმარტავს იოსებ არჩვაძე.

მისივე თქმით, წელს, ოქტომბერში შედარებით გაუმჯობესებული ეკონომიკური მაჩვენებელია წინა წლის ოქტომბერთან შედარებით. სწორედ უცხოეთიდან გადმორიცხული გზავნილების დამსახურებაა, რომ ლარს ეს კურსი აქვს შენარჩუნებული, წინააღმდეგ შემთხვევაში ეროვნული ვალუტა კიდევ უფრო გაუფასურდებოდა.
| Print |