ინტერვიუ
მოგვიანებით გავაანალიზე, რომ ამ ვირუსს შეეძლო ჩვენი სიცოცხლე შეეწირა – ინფიცირებული ფეხმძიმე
ექვსი თვის ორსულმა მარიამ კაპანაძემ კორონავირუსი უკვე დაამარცხა. მის შემთხვევაში, ვირუსი მსუბუქი ფორმით მიმდინარეობდა, თუმცა COVID 19-ის სიმპტომებთან ერთად, მომატებულ ემოციურ ფონთან გამკლავება მოუწია.

ვირუსისგან მედიკამენტების გარეშე განიკურნა. ექიმების რეკომენდაციით, მხოლოდ დიდი რაოდენობით სითხეებს იღებდა.

მარიამი ორსულებს ურჩევს, რომ არ აყვნენ პანიკას, რათა ვირუსმა მათ ფსიქოლოგიურ მდგომარეობაზე მნიშვნელოვნად არ იმოქმედოს. მისივე თქმით, მომავალი დედები ინფიცირების შემთხვევაში, COVID 19-ს, სიმშვიდის შენარჩუნებით უფრო მარტივად დაამარცხებენ.

| Print |