ინტერვიუ
ახალციხის ლაბორატორია მოქალაქეებს ბინაზე ემსახურება
კორონაპანდემიის გამო ახალციხის ლაბორატორიებში მიმართვიანობა გაიზარდა. მოქლაქეები ანალიზებს უმეტესად კოვიდინფიცირების დასადგენად იღებენ. აქედან გამომდინარე, ერთ–ერთმა ლაბორატორიამ გადაწყვიტა, მოქალაქეებს ბინაზე მოემსახუროს და საჭირო ანალიზები აუღოს.

თუ პიროვნებას კორონავირუსის სიმპტომებიდან ნაწილი მაინც აღენიშნება, შეუძლია ლაბორატორია გამოიძახოს და შესაბამისი მომსახურება ადგილზე მიიღოს.

ლაბორანტი ეკა ფოცხვერაშვილი განმარტავს, რომ ადამიანის ორგანიზმში COVID 19–ის არსებობა სისხლის ანალიზის გამოკვლევითაც დასტურდება, რადგან ვირუსი გარკვეულ მაჩვენებელზე მნიშნელოვან ცვლილებას ახდენს.

ლაბორატორია, მოთხოვნიდან გამოდინარე მოსახლეობას ახალციხისა და ბორჯომის მუნიციპალიტეტებში ემსახურება.

| Print |